• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი ქალის უკრაინული ისტორია – “მოხუცმა ფრანგმა დამირეკა, მესამეზეა ორსულად და უკრაინაში ბრუნდება, დაელაპარაკეთ, გადაიფიქროსო”– დიანა ჭანკოტაძე

ალია ავტორი - ალია
17:51 03-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
402

საქართველოს უნივერსიტეტის, ასოცირებული პროფესორი, დიანა ჭანკოტაძე:

“მანგრევს უკრაინის ისტორიები, მაგრამ ეს იყო უმძიმესი
ამ დილით დამირეკა ერთმა მოხუცმა ფრანგმა.
შევიფარეთ უკრაინელი დედა ორი შვილით, მესამეზეა ორსულად და უკრაინაში ბრუნდება ავტობუსით ითხოვს გამგზავრებას. ეგება დაელაპარაკოთ, რომ გადაიფიქროსო.
მიაწოდეს ტელეფონი.
რუსულად მიყვება ეს გოგო, რომ მისი ქმარი არის კრიმინალური პოლიციის უფროსი (შეგნებულად არ ვიტყვი სად) და რომ ომშია, ძლივს დაუთანხმებია ცოლი ქვეყნის დატოვებაზე. კიევში უნდა დავბრუნდე, მასთან ახლოს უნდა ვიყოთ, ოჯახთან ახლოს, აქ ვეღარ ვჩერდები და მოკლედ აუხსენით რომ სასწრაფოდ გამამგზავრონო.
ვცდილობ დავამშვიდო, ვურჩევ ბავშვების უსაფრთხოებაზე იფიქროს და ა.შ
მისმენს და მეთანხმება თან, ბოლოს კი მეუბნება ისეთ რამეს რომ რასაც ჰქვია მართლა გავქვავდი ადგილზე.
“მე თვითონ მაქვს ეს ყველაფერი გამოვლილი ბავშობაში, არ მინდა ჩემმა შვილებმაც ის გზა გაიარონ რაც მე, სამშობლო დატოვონ და წავიდნენ სხვა ქვეყანაში. არ არის ეს ადვილი დამიჯერეთ, ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება მწარედ ნანობდნენ ამ ნაბიჯსო. ომია თუ რაც არის ჩვენს ქვეყანაში უნდა ვიყოთ, გადავრჩებით და ნულიდან იქ მირჩევნია ცხოვრების დაწყება ვიდრე აქ, ამ უცხო ხალხშიო”.
მაშინვე მიგრძნო გულმა და ვკითხე საიდან იყო, ის ომი სად იყო რასაც ბავშობაში გაექცა.
საქართველოში, აფხაზეთშიო, მიპასუხა.
ქართული აღარ იცის, მაგრამ ან რად უნდოდა, რომ გაიგო ქართველი ვარ გული ამოუჯდა. ასე ტელეფონში, ის იქით ტიროდა, მე აქეთ.
ბოლოს ისევ იმ კარგმა ფრანგმა გამოართვა ტელეფონი, ავუხსენი ყველაფერი.
ეს რა ნამდვილ ტრაგედიას მოვესწარიო- ტირილი წასკდა ასაკოვან ადამიანსაც.
დღესვე წაიყვანენ სტრასბურგში, ავტობუსი პოლონეთამდე ჩაიყვანს, იქ კი დახვდებიან.
ღმერთმა მშვიდობა მისცეს.”
თეგები: დიანა ჭანკოტაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved