• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი მენეჯერი მსოფლიოში რვა პროფესიონალს შორის შეირჩა

თამარ გახარია მსოფლიო ფინანსური მედია - გიგანტის პრიზმაში

ალია ავტორი - ალია
17:34 04-02-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
866

Forbes Books-მა, გამომცემლობამ რომელიც ცნობილია მსოფლიოში გამორჩეული ლიდერული ისტორიების პოპულარიზაციით, რამდენიმე დღის წინ თამარ გახარიას ავტობიოგრაფია წიგნის სახით გამოსცა – „The Blitz: საქართველოს შვილის აღმასვლა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე პოსტსაბჭოთა ეპოქაში“.

თამარ გახარია მსოფლიოს მასშტაბით რვა პროფესიონალს შორის მოხვდა, რომლებიც Forbes Book -მა გამოცემისთვის შეარჩია. თამარის ისტორია აღწერს სოციალური ცვლილებებითა და პირადი გამოწვევებით აღსავსე რთულ გზას, რომელმაც ის პროფესიულ წინსვლამდე, მსხვილ ბიზნესში წარმატებამდე და საკუთარი თავის შეცნობამდე მიიყვანა. საქართველოს ეკონომიკაში დიდი წვლილის შემტანი – უმსხვილესი ჰოლდინგი აქტივებითა და თანამშრომლების რაოდენობით, “სიბიეს ჯგუფი” აერთიანებს ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, ახალი ტექნოლოგიები და სტარტაპები. ფინანსური დირექტორის რანგში თამარ გახარია ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს „სიბიეს ჯგუფის“ წარმატებაში, პოზიციაზე რომელიც 25 წლისამ დაიკავა.

თამარის ისტორია სიმტკიცის და შეუპოვრობის შესანიშნავი მაგალითია, რაც განსაკუთრებულად აქტუალურია ქალებისა და დამწყები ლიდერებისათვის მთელ მსოფლიოში. „The Blitz“-ში ავტორი საუბრობს საკუთარ პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე, დაწყებული რთული ბავშვობიდან, რომელიც განვლო პოსტსაბჭოთა საქართველოს არასტაბილურ პირობებში, გაგძელებული მძიმე გამოწვევებით ზრდასრულ ასაკში და დასრულებული მისი ამჟამინდელი პოზიციით. ეს ისტორია მკითხველს ემოციური ამბებისა და პრაქტიკული ასპექტების კომბინაციით აჩვენებს იმ ძალასა და ამბიციას, რომლებმაც განსაზღვრეს როგორც თამარის პიროვნული ზრდა, ასევე თანამედროვე
საქართველოს განვითარება.

„Forbes Books-ის მიერ ჩემი წიგნის გამოცემა წარმოუდგენლად დიდი პატივია“, – განაცხადა თამარ გახარიამ.

„ჩემი ისტორიის გაზიარებით მსურს შთავაგონო და გავაძლიერო სხვა ქალები და ლიდერები მთელს მსოფლიოში, რადგან დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „სიბიეს ჯგუფის“ არაჩვეულებრივ გუნდს, მათი უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, როგორც ჩემი პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ისე მოცემული წიგნის შექმნის პერიოდში. საკუთარი შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გარდა, თითოეული ჩვენგანის წარმატებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გვიდგას გვერდში”.

„The Blitz“ უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ მთელს მსოფლიოში – Amazon, Barnes & Noble, BAM!, BBookshop, Hudson Booksellers, Pochlight და წიგნის მაღაზიებში აშშ- ში, ხოლო საქართველოში ფიზიკურად წიგნის შეძენა რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. 

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved