• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართველი ხალხი დასვამს შეკითხვას – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ძმები, უკრაინელები არ დაეხოცათ?” – ერმაკი

ალია ავტორი - ალია
03:06 03-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
518

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრისას:

“მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს გამოჩნდა, რომ ადამიანები მსოფლიოში სხვანაირები არიან. დღეს მთავრობები და პოლიტიკოსები ვერ ასწრებენ, მიჰყვნენ ხალხს, ისევე როგორც ქართველი ხალხი. შეიძლება, მოიფიქროთ, როგორ იყოს ამასთან და იმასთან კარგად, მაგრამ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და მხოლოდ დროის საკითხია, როცა ეს ხალხი ძალიან მკაფიოდ დასვამს შეკითხვას – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ძმები, უკრაინელები არ დაეხოცათ? რას აკეთებთ როცა მათ დღეს ხოცავენ? თქვენ დემოკრატიული ქვეყანა ხართ და დღეს მე ვთვლი რომ თქვენც ასევე ძალიან დიდი ფასი გადაიხადეთ იმისათვის, რომ ყოფილიყავით დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ.

მე მინდა, მოკითხვა გადავცე ქართველ ხალხს, ჩემს მეგობრებს, მადლობა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის – უბრალო ქართველებს. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ. მინდა გითხრათ, რომ ამას არასდროს დავივიწყებთ, ეს სიტყვებზე მეტია, ეს არის ნამდვილად მეგობრობა. მე მჯერა ქართველი და უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის და, მოდით, პოლიტიკოსები მოერგონ იმას, რასაც ითხოვს და რაც სჭირდება ხალხს”.

წყარო – ფორმულა

თეგები: ერმაკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved