„ორი რამ არის კატასტროფული ჩვენთან. პირველი – ქართველებს აღარ უყვარს თავის სამშობლო და მეორე – ცოტა ცუდად ვართ მაღალ სართულში და არაადეკვატურები ვართ. ეს მაქსიმალურად გამოიხატება ნაციონალებში. რომ ვუყურებ, არამგონია, რომ ისინი ნორმალურები არიან, მით უმეტეს ბელადი მათი. მე მგონია, რომ ციურიხში არის ასეთი ფსიქიატრიული კლინიკა ზიგმუნდ ფროიდის სახელობის, ზოგჯერ კონსულტაციისთვის უნდა იარონ. ასეთი სიგიჟე მე არ მინახავს არც ერთ ქვეყანაში, შეწუხებული ვარ“, – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა რობერტ სტურუამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას.
კომენტარები