ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა სოციალურ ქსელიდან და გავრცელებულ ვიდეოში, თქვა:
„საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს. საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს.
ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“











კომენტარები