მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს, რომელმაც რამდენიმე საათში ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.
„მე მივხვდი რომ ქართველების ხასიათის გასაღები ჩვენივე ანბანშია:
ყველა საქმეს ვიწყებთ დიდი მონდომებით და დალაგებულად:
ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ, მ, ნ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უ
სადღაც შუა ნაწილის მერე უკვე ვიღლებით, ურთიერთობები გვიფუჭდება, საქმეს ვირთულებთ, სადღაც არასაჭირო ადგილებში ვეკვეხებით, ვურევთ, ვხლართავთ:
ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ
და ბოლოს ძალიან რომ დავიღლებით ამ აბურდულობით და გაურკვევლობით, ერთი მაგ საქმის დედაცო ვიძახით, ხელს ავიქნევთ და:
ჰაეეეე!“, – წერს სანდრო ლორთქიფანიძე.
კომენტარები