• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია

ალია ავტორი - ალია
15:26 01-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია.

სამდივნოს შემადგენლობა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ გააცნო.

პარტიის გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პოლიტიკური მდივნად რჩება ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება, საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი – დიმიტრი სამხარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე პარტიის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„მოგეხსენებათ, პარტიის რიგგარეშე, მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აირჩია პარტიის სამდივნო. აგრეთვე, საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც.

გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს შემადგენლობას:

გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის კახა კალაძე. პოლიტიკურმა საბჭომ პოლიტიკურ მდივნად კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე, რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქნება თქვენი მონა მორჩილი – მამუკა მდინარაძე. მე შევუდგები აღმასრულებელი მდივნის საქმიანობას.

სხვა საკითხები გახლდათ ბუნებრივია, სამომავლო გეგმები. პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე. პარტიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. სამდივნო შემადგენლობაში მცირე ცვლილებაა ხედავთ, რადგან, როგორც კახა კალაძეზე იცით, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კუჭავა და დიმიტრი სამხარაძე იკავებდნენ ამ თანამდებობებს. ცვლილება არის აღმასრულებელ მდივანთან – ჩემთან დაკავშირებით.

ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბუნებრივია, ჩვენი პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით ერთად შევძლებთ დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პარტიული სტრუქტურებში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ იგეგმება.

„გავაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას. ჩვენ შევეცდებით, რომ გავაძლიეროთ რეგიონალური მიმართულებით მუშაობა. პარტიული სტრუქტურების რაიმე განსაკუთრებული ცვლილება როგორც ასეთი, არ იგეგმება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved