• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნების მმართველობის 8 წლის თავზე მივიღეთ: სიღარიბეში მცხოვრები მილიონზე მეტი ადამიანი, 220 000 დაკარგული სამუშაო ადგილი, სასამართლოს კლანური მმართველობა, გაორმაგებული დანაშუალი, დამძიმებული კრიმინოგენური მდგომარეობა” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:38 10-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების“ 8 წლიან მმართველობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის არცეთი დანაპირები არ შეუსრულებია. ვაშაძის თქმით,  ერთადერთი, რასაც  მათ მიაღწიეს ეს არის: 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად  მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები და გაღარიბებული ხალხი. ოპოზიციურ ლიდერს მიაჩნია, რომ 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა.

„დღეს პირველი ოქტომბერია და ზუსტად რვა წელია, რაც  დამსხვრეული ოცნებების პარტია მართავს ქვეყანას. რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობისთვის არცერთი დაპირება არ  შეუსრულებიათ. რვა წლის თავზე მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში უკიდურეს  სიღარიბეშია, რვა წლის თავზე 220 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ხოლო კოვიდ მდგომარეობის შედეგად დამატებით 40 000  სამუშაო ადგილი დავკარგეთ. რვა წლის თავზე  სასამართლოს მართავს კლანი. რვა წლის თავზე გაორმაგებულია დანაშაული და განახევრებულია მისი გახსნის მაჩვენებელი, ქვეყანაში  კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა, რვა წლის თავზე ბოლომდე ჩამოშლილია სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ, რვა წლის თავზე ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულ ქვეყანათა სიაში, რვა წლის თავზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რვა წლის თავზე ადამიანებს არ შეუძლიათ როგორ გამოიკვებონ და როგორ მიიტანონ პროდუქტი სახლში, რვა წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები უსამართლოდ მაღალ პროცენტებს, 20-36% იხდიან კვლავ მონოპოლისტურ ბანკებში. ერთადერთი, რასაც  მათ მიაღწიეს რვა წლის განმავლობაში, ეს არის 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად  მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები დაგაღარიბებული ხალხი. სწორედ, ამიტომ  31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს აღმშენებლობა. არჩევანი, რომელსაც ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვაძლევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან მარტივია: საქმის თუ ფულის მკეთებელთა გუნდი – აი ეს არის განმასხვავებელი ჩვენსა და  დამსხვრეული ოცნებების პარტიას შორის,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved