• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, სამშაბათი, 18 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ კორუფციული სქემები – როგორ იპარავენ ხალხის ფულს – საერთაშორისო გამჭვირვალობა

ალია ავტორი - ალია
13:48 11-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

როგორ იპარავენ ხალხის ფულს? – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს:

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და თითქმის ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერ მინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ.

წლების განმავლობაში როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ ამას სიცრუეს უწოდებდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებული იყო.

ახლა კი ისინი თავად ადასტურებენ, რომ მრავალი წელი ქვეყანა კლეპტოკრატიული პრინციპით იმართებოდა და მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ მასშტაბურ კორუფციულ სქემებში – ქართულ ჯარს, მოსწავლეებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მილიონობით საბიუჯეტო სახსრებს პარავდნენ.

ფაქტია, რომ ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზები არ შეცვლილა – სახელმწიფო დღესაც მიტაცებულია.

კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუსისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას.

სინამდვილეში, ელიტური კორუფცია გაცილებით უფრო მასშტაბური იყო და ასეთად რჩება.

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მხოლოდ ბოლო 5 წელში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.

კორუფციის ეს შემთხვევები მოიცავს ისეთ სქემებს, როგორიცაა:

1. საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით

  • 5 მილიარდი ლარი, არის ის თანხა, რაც, მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამოძიებებით, „ქართულ ოცნების“ ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. აქედან 3.3 მილიარდი ლარირეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.

მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა რომ გამოვყოთ:

  • 650 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან, მას შემდეგ რაც მან ივანიშვილს აბასთუმანში სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა.
  • 390 მლნ ლარის ტენდერები მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის კომპანია „სერპანტინმა“ 2013-2025 წლებში.
  • 392 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში.
  • 30 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში.
  • 25 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან ბოლო 7 წელიწადში.
  • 32 მლნ ლარი სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანიებმა მიიღეს სენაკის მერიის სახელმწიფო შესყიდვებიდან 2021 წელს მერად მისი პირველად არჩევის შემდეგ.
  • 25 მლნ ლარი მიიღეს ახალციხის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა, ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მუნიციპალური შესყიდვებიდან 4 წლის განმავლობაში.
  • ამ ტიპის კორუფცია მოდებულია საჯარო სამსახურის დაბალ დონეებზეც, მაგალითად: 2.2 მილიონი ლარი მიიღეს ადიგენის თვითმმართველობის 10-მდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ამავე მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2017-2025 წლებში.

2. სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემა

  • 71 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო აგროპროგრამებიდან. სანაცვლოდ ამ კომპანებმა პარტიას 7.7 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით. ამ თანხის დიდი ნაწილი – 56 მლნ ლარი – ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის.
  • 30 მლნ ლარი 2022 წელს რთველის სუბსიდიისპროგრამიდან მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.
  • 7.4 მლნ ლარი მიიღეს „აწარმოე საქართველოს“ პროგრამიდან იმ კომპანიებმა, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს 1.6 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.

3. ე.წ. „ატკატების“ სქემა – მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სისტემური პოლიტიკური კორუფცია

  • 1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-2024 წლებში გამართული არჩევნების დროს. სანაცვლოდ, მათ „ქართულ ოცნებას“ 7.7 მილიონი ლარი შეწირეს.

4. ლიცენზიები და ნებართვები გავლენიანი პირებისთვის

  • მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული. მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილს აქვს მიღებული. ჰესების ნებართვები აქვთ მიღებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრებს და „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე წევრს.
  • კორუფციული გზებით მასობრივად გაიცემა სამშენებლო ნებართვები, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რის შედეგებსაც ამ ქალაქების მაცხოვრებლები ყოველ დღე ხედავენ. მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული კორუფციული გამოძიებები მედიაში მრავლად მოიპოვება.

5. სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციით ან იჯარით

  • ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით ნარმანიასშემთხვევები მიანიშნებს, რომ თანამდებობის პირები გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით მარტივად იგდებენ ხელში ტყეებს პირადი სარგებლობისთვის.
  • 2013-2020 წლებში, სახელმწიფო ქონება 13 მილიონ ლარად გაიყიდა ისეთ პირებზე, რომლებმაც ქონების მიღებიდან მალევე მმართველ პარტიას 2 მილიონი ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.
  • მხოლოდ აჭარაში, 15 მილიონ ლარზე მეტიქონება მიიღეს პრივატიზაციის სახით „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 2022-2024 წლებში.
  • დღემდე დამალულია 2021-2023 წლებში მთავრობის მიერ მიღებული 300-ზე მეტი განკარგულება, რაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით, ხშირად სიმბოლურ 1 ლარად, გადაცემას ეხებოდა.

6. მორგებული კანონების მიღება გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით

  • სავარაუდოდ 100 მლნ დოლარამდეა ის პოტენციური ზარალი, რაც საქართველოს ბიუჯეტმა ნახა ბიძინა ივანიშვილზე მორგებული ე.წ. „ოფშორების კანონის“ მიღების შედეგად, რამაც ივანიშვილისთვის შესაძლებელი გახადა გადასახადების გადახდის გარეშე შემოეტანა ქვეყანაში ძვირადღირებული ფერწერული ტილოების კოლექცია და სხვა აქტივები.

7. დაუსაბუთებელი შემოსავლის შენიღბვა საჩუქრების გამოყენებით

  • 34 მლნ ლარი, არის თანხა, რაც 2024-2025 წლებში მაღალი თანამდებობის პირებმა მიღებული საჩუქრების სახით დაადეკლარირეს, ჩინოვნიკებს ოჯახის წევრებმა 23 მლნ ლარის ნაღდი ფული და 123 ძვირადღირებული უძრავი ქონება აჩუქეს. ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზე პროკურატურამ დაადასტურა, რომ ამ გზით ზოგიერთი თანამდებობის პირი არალეგალური შემოსავლის შენიღბვას ცდილობს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კორუფციის ამ სქემების გასაჯაროებისთანავე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ათობით წერილი აქვს გაგზავნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და პროკურატურაში კონკრეტული შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით. რამდენიმე თვის წინ რეაგირების მოთხოვნით ოფიციალურად გავუგზავნეთ  მასალები ანტიკორუფციულ ბიუროსაც ჩვენს მიერ გამოვლენილ 65 კორუფციულ საქმეზე. რეაგირება არცერთი ამ უწყების მხრიდან არ ყოფილა.

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

15:24 11-17-2025
რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ

14:00 11-17-2025
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
ახალი ამბები

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

13:40 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved