• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც აკეთებდა „ნაცმოძრაობა“ და უფრო ადრე, შევარდნაძე!!!” – ვახტანგ ძაბირაძე

ალია ავტორი - ალია
12:37 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებზეც თვლის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და უფრო ადრე, შევარდნაძე, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი გუნდის მიერ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისათვის მანდატის შეწყვეტის საკითხს და ბოლო პერიოდში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებულის პოზაში, რადგან ხედავს, რომ ოპოზიცია დაშლილია.

„თავის შეცდომებზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა შენი ოპონენტი ვინ არის და რას წარმოადგენს. ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა და დღეს აღმოჩნდა, რომ ამაზე პასუხისგებაც არ უნდა, ჩვენი პრობლემა სამწუხაროდ, მთლიანად ოპოზიციური სპექტრია და არა მხოლოდ ხელისუფლება. დღეს „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებულის პოზაში, ხედავს, რომ ოპოზიცია არის დაშლილი და ვერ ჩამოყალიბდა. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი კანონი დაარღვია, როდესაც უფლებამოსილება არ შეუწყვიტა – გადაავადეს, გაწელეს დროში და ა.შ. ახლა თავად ოპოზიცია ითხოვდა რომ არ შეეწყვიტათ. როდესაც ოპოზიცია რაღაც ნაბიჯს დგამს, დღესაც არ ფიქრობს იმაზე თუ რა შედეგები მოჰყვება, როდესაც ითხოვენ სიების აღდგენას, ხომ იციან, რომ ამას „ქართული ოცნება“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს იგივე პროპაგანდისთვის და იმისთვის, რომ ოპოზიციის რეიტინგი დაეცეს. მგონია, რომ უფრო მეტად დაკვირვებულები უნდა იყვნენ, „ქართული ოცნება“ იყენებს ამ შეცდომებს და ამბობს – „ნახეთ რა ოპოზიციაა, თავად ჩახსნეს სიები და ახლა გვეხვეწებიან სიები აღვადგინოთო“. თუ ოპოზიციას უნდა რომ რაღაც შეცვალოს მართლა უნდა დაფიქრდეს და პოლიტიკური ნაბიჯები ისე გადადგას, არა ისე – „მინდა სია აღმიდგინეთო“, აბა გადაირევა ახლა „ქართული ოცნება“ და აღადგენს სიებს, არ გააკეთებს, რა თქმა უნდა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ოპოზიცია ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება, ამ შემთხვევაში საზოგადოება რჩება ამ ბრძოლის მიღმა. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებზეც თვლის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. ზუსტად იგივეს აკეთებენ, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და უფრო ადრე, შევარდნაძე. მათთვის შედეგი არის მისაღები, დღეს ოპოზიცია ფრაგმენტირებულია და მათ ძალაუფლებას საფრთხე არ ემუქრება. პოლიტიკური თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად შეუძლია თქვას, რომ მყარად აქვს ძალაუფლება ხელში აღებული. ეს არის მისი მიზანი, მისი ქმედებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორც ჩანს, ამას მიაღწია“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved