• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქართული ოცნება, თქვენ მოგეთხოვებათ ამაზე პასუხი და ხართ თანამონაწილეები ხალხის გაურკვევლობაში!” – იუნა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
01:52 04-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,188

,,დიახ, თქვენი ოროსნების- ღარიბაშვილისნაირი იდიოტების დანიშვნით დარჩა ეს ქვეყანა წარსულში” – წერს აშშ-ში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში:

,,არც მცალია რამე ავხსნა.
არც მთავრობის მხარეს ვარ, არც ოპოზიციის.
უბრალოდ გადავხედე ,,უცხოურ აგენტებზე’ კანონს რუსეთში, ასევე აშშ-ში.
ორივე ქვეყანაში ერთი დასახელებით იძებნება, მსგავსი რეგულაციებით.
აშშ-ში პირველად იქნა მიღებული 1938 წელს და დღესაც ძალაშია, სხვადასხვა წლებში ჩასწორებებით; ყველა უცხოელი აგენტი (ანუ უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე) ვალდებულია, დაარეგისტრიროს თავისი საქმიანობა DOJ-ში- იუსტიციის დეპარტამენტში, აქტივობის ქვეყანაში თავისი კონტაქტების, საქმიანობის ჩამოთვლით, ასევე გადახდების და ფულის განკარგვის ჩათვლით.
აშშ-ც აკონტროლებს უცხო ე.წ.’აგენტებს’
თავის ტერიტორიაზე. ‘აგენტი’ შიკრიკს არ ნიშნავს, საქმიანობის წარმომადგენელს ნიშნავს;
უბრალოდ, დიპლომატიური პირებისგან გაბსხვავებით, ესენი არ სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით; ასევე, მათ არ აქვთ არჩევნებში რაიმე სახით მონაწილეობის უფლება (დამკვურვებლობის ჩათვლით), ქვეყნის მთავრობის მიერ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება.
რაც ძალიქნ კომფორტულია ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის, იცავს მათ გადაწყვეტილებებს.
რატომ არ აწყობს ეს საერთაშორისო სამართლის ნორმით მისაღები კანონი (და არა ‘რუსული კანონი’), ქართულ ე.წ. ‘ოპოზიციას’, არის ის, რომ მემარცხენე და ჩრდილოვანი ფრონტიდან მართული და დაფინანსებული ძალები, ვერ მოახდენენ ზეგავლენას საქართველოს ბედზე.
შეძლებისდაგვარად მარტივად დავწერე.
აქვე, ჩემს საყვარელ და საფიცარ სამშობლოს მოვახსენებ, ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, რომელზეც მაქვს წვდომა,
მიშა სააკაშვილი წმინდანად და წამებულად დიდი ხანია, აღარ ითვლება აშშ-ში, იგივე უცხოური აგენტების ყალბი დასკვნების მიუხედავად; არც პოლიციელებზე თავდასხმა მართლდება, საქართველოს მთავრობის სახლის ნიკა მელიას და ნაცების მიერ შტურმის დროს, როცა გამოყენებული იყო ტერირისტული მეთოდები, ე.წ. ‘ოპოზიციის’ მხრიდან, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობით, მიშა სააკაშვილის წაქეზებით პირდაპირ ეთერში, პოლიციის და სამართალდამცველების დაუმოეჩილებლობისკენ მოწოდებებით, რაც პორდაპირ ტერორიზმის ხელშეწყობად კვალიფიცირდება, საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
საქართველოს მთავრობის დანაშაული ის არის, რომ იმ
გადატრიალებაში მონაწილეები კი გაასამართლეს, მაგრამ განაჩენში არ შეეზღუდათ მომავალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლება.
ამ ყველაფერს, კანონთან ‘უცხოეთის აგენტების შესახებ’
არაფერი აქვს საერთო.
კიდევ ერთხელ, როგორც ჩემი ქვეყნის შეგნებული მოქალაქე, ვხელმძღვანელობ კანონების შედარებით.
არ შეიძლება, ხალხის დამსჯელი იარაღი – პარტია, რომელიც ოფიციალურად არ გასანართლდა- ყოველ ნაბიჯზე და ყველა მომენტში, ყველა საშუალებად იყენებდეს, საკუთარი ხალხის წასაქეზებლად, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციის შესაქმნელად, მაშინ როცა, არც ხალხის უკანონო ძარცვა-დახვრეტა-წამებაზე, ძალაუფლების გადამეტებაზე, საქართველოს მიწებუს გასხვისებაზე რუსეთზე, წაგებულ
ომის ინსცენირებაზე, ინსცენირებულ გამარჯვებაზე, ხალხის ქონების მისაკუთრებაზე, დაშინებაზე, ტერორზე, გენოციდზე, ისტირიული ძეგლების განადგურებაზე, პრეზიდენტის და მისი ამალის აღვირახსნილობაზე და ნარკოტიკებით სარგებლობის ფაქტებზე, არ შემდგარა საერთაშორისო ექსპერტების მიერ დაკომპლექტებული სასამართლო, რომ მთელი სერიოზულობით მიგვეთხოვა პასუხი მათგან და არ გეთრიათ ის 6 პიჯაკი, ტერორისტზე და სადისტზე და მის მიერ განხორციელებული გენოციდის და სამშობლოს ღალატის საქმეზე თვალი არ დაგეხუჭათ და ქართული ოცნება, თქვენ მოგეთხოვებათ ამაზე პასუხი და ხართ თანამონაწილეები ხალხის გაურკვევლობაში!
დიახ, თქვენი ოროსნების- ღარიბაშვილისნაირი იდიოტების დანიშვნით დარჩა ეს ქვეყანა წარსულში და ხალხი ცდილობს, თავი დააღწიოს მათზე თავს მოხვეულ ხან ყოფილ ჭურჭლის მრეცხავ მინისტრზე, ხან მის საყვარლებზე, ხან ყოფილი კრიმინალი პრეზიდენტის ინტრიგანი საყვარლებისგან და თანამეინახეებისგან.
და ეს ყველაფერი სრულებით არ ამართლებს ხალხზე ნაჯახის აღმართვას.
არც პოლიციელი გეცოდებათ, არც ხალხი.
ძალადობა და მისი ხელშეწყობა და მასში თანამონაწილეობა არ მართლდება არც ერთ მხარეს.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას- მე იურიდიული განათლება მაქვს და მხოლოდ კანონის მხრიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვუყურებ სურათს.
ჩემი აზრი არ არის საინტერესო, რადგან არ ვარ არც ერთი პროცესის მონაწილე. ვარ მხოლოდ უცხოეთში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქე და ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
მაგალითისთვის, დღეს რომ დავაფუძნო NGO აშშ-ში, მსგავსი კანონის ქვეშ მოექცევა ჩემი საქმიანობა აშშ-ში და ვალდებული ვარ, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ჩავაბარო
სრული ანგარიში.
და კიდევ: ვაშინგტონში ვარ დღეს. ძალიან დიდი პატივს ვცემ ამ ქალაქს. პენსილვანიის ავენიუზე გული მიჩქარდება, იმდენად ახდენილი ოცნებაა ჩემი აქ ყოფნა.
ამ ქუჩებში უვლია ჯონ კენედის, ელეონორ რუზველტს, რონალდ რეიგანს, მერილინ მონროს, ლინკოლნს.
ამ ადამიანების სტატუსი ამ
ქვეყანაში ღმერთის ტოლია და მათი ღვაწლის მიუხედავად, ლუპით აკვირდებიან მათ, დემოკრატიის პრინციპია, გამჭვირვალობა და ობიექტურობა.
ამ ქუჩების, პენსილვანიის ავენიუს და რუსთაველის გამზირის მტვერს გეფიცებით, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის და ხალხის ბედნიერება მამოძრავებს, ამდენს რომ
ვწერ. და მომთხოვნი ვარ როგორც მიშა სააკაშვილის, ასევე სხვა შემდეგი პრეზიდენტების მიმართ.
ჩემი და რომ
ჩემი დაა, ოჯახის სიწმინდეზე წინ სამშობლოს ინტერესს ვაყენებ, ასეთია წესი.
ვისაც გწყინთ- ისტორიამ განსაჯოს.
მშვიდობა და ბედნიერება ჩემს სამშობლოს და ხალხს!
გაავრცელეთ ვისაც არ გეზარებათ და საჭიროდ ჩათვლით.

თეგები: იუნა შაფათავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved