• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლების კანონში მკაცრ ცვლილებებს ამზადებს

ალია ავტორი - ალია
19:29 06-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
379

“ოცნებამ” პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს მნიშვნელოვნად ცვლის. მთავარი ცვლილებები ეხება ცილისწამების განმარტებას, გამოხატვის ფარგლებს და სასამართლო პროცედურებს.

ცვლილება ცილისწამების განმარტებაში:
ახალი პროექტის მიხედვით, ცილისწამება განისაზღვრება როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება“. მოქმედ კანონში ასევე ეწერა, რომ ასეთი განცხადება პირისთვის ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს — ეს ნაწილი ახალ ვერსიაში გაუქმებულია.

შეურაცხყოფა საჯარო სივრცეშიც დასჯადი ხდება:
პროექტი სიტყვიერი შეურაცხყოფის რეგულირებას საზოგადოებრივ სივრცეშიც ავრცელებს — ანუ საჯაროად გამოთქმულ უხამს, დამამცირებელ ან ღირსების შემლახავ ფრაზებზე პასუხისმგებლობა გაიზრდება.

კანონის რამდენიმე მუხლი გაუქმდება:
უწინდელი ჩანაწერები, რომლებიც იცავდა გამოხატვას მაშინაც კი, როცა ის ეხებოდა კერძო ცხოვრებას, პროფესიულ საიდუმლოებებს ან იყო საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, გაუქმდება. მაგალითად, მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის წყაროს არგამხელა აღარ ჩაითვლება კანონიერ პოზიციად და შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს მიერ მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება.

მტკიცების ტვირთი იცვლება:
ცვლილებების მიხედვით, ცილისწამების საქმეში მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე – მოქალაქეს თუ საჯარო პირს რომ უჩივიან, ის ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რომ მისი განცხადება არ შეიცავდა მცდარ ფაქტს.

თუმცა, თუ მოპასუხე დაამტკიცებს, რომ მისი მოქმედება კეთილსინდისიერი იყო — ანუ მან განცხადების გავრცელებამდე გონივრულად შეამოწმა ინფორმაცია და არ იცოდა, რომ ის მცდარი იყო — შესაძლოა პასუხისმგებლობა აღარ დაეკისროს.

წაიშლება ჟურნალისტებისთვის გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები:

კანონიდან იშლება მუხლი, რომელიც ჟურნალისტებს ან სხვა პირებს იცავდა ცილისწამების ბრალდებისგან, თუ ისინი მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, იცავდნენ საზოგადოებრივ ინტერესს ან უბრალოდ პასუხობდნენ საჯარო ბრალდებას.

ზიანის ანაზღაურება მკაცრდება:

თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ცილისწამებით მიყენებული ზიანი უარყოფით ან ბოდიშით ვერ ანაზღაურდება, მოპასუხეს შესაძლოა დაეკისროს ფინანსური კომპენსაცია — როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანისთვის. (ფორმულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved