• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის“- თორნიკე ართქმელაძე

ალია ავტორი - ალია
16:35 10-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48


“ლელოს” წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თორნიკე ართქმელაძემ წყალტუბოში, ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან მნიშვნელოვან კანონდარღვევების შესახებ ისაუბრა. კანონდარღვევაზე, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას, ძალადობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.

ართქმელაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები, ღონისძიებას “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დაესწრო, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე მიუთითებს. 

„წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე არა მხოლოდ ესწრებოდა, არამედ საჩუქრები გადასცა საპატიო მოქალაქეებს. რაც არის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ინფორმაცია და ფოტოები დაიდო წყალტუბოს მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას. რამდენიმე დღის წინ ჩემს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ თავის თანამშრომლებს მოუწოდა კომენტარების დაწერისკენ, რასაც მოყვა ორკესტრირებულად გივი ჭიჭინაძის მხარდამჭერი კომენტარების დაწერა,“- აცხადებს ართქმელაძე. 

“ლელოს” წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, 5 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” ტრენინგზე ერთად შეკრიბა საარჩევნო კომისიის წევრები და პარტაქტივი. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო კომისიის წევრები არ არიან ობიექტურები და ისინი არ მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევის შესახებ “ლელო” ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდის და საჩივარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს.

თეგები: თორნიკე ართქმელაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved