• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას” არ აწყობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება! პუტინს ფეხზე ჰკიდია სააკაშვილი!“ – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
00:58 11-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

„რამდენიმე კითხვა მაქვს:

1. რაში აწყობს “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება? რატომ უნდა უნდოდეს “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის სიკვდილი? (ღმერთმა დაიფაროს ყველა ადამიანი)

ახლა სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, რაიმე ზემდეტი თუ მოხდა (შიმშილობის კონკრეტული მეთოდიდან გამომდინარე ბუნებრივი შედეგების გარდა) ყველაფერი მათ დაბრალდებათ, ქვეყნის შიგნითაც ნიაღვარი წარმოიქმნება და საერთაშორისო ასპარეზზეც ქარიშხალი ატყდება, რომელთა გამკლავების ძალა მათ არ შესწევთ… რაში სჭირდებათ მკვლელის სახელი?

2. თუ პუტინის მთავარი მიზანი სააკაშვილის განადგურებაა, რატომ უჭირს საკითხის გადაწყვეტა? ლეხ კაჩინსკის წირვა გამოუყვანა, ალექსეი ნავალნი მთელი მსოფლიოს თვალწინ “ნოვიჩოკით” მოწამლა, სკრიპალებს დედა უტირა, ლიტვინენკოს საავადმყოფოს ლოგინზე ამოხადა სული, მულტიმილიარდერი ბერეზოვსკი მიწიდან ამოთხარა და მოსპო, კიდევ რამდენი ჩამოვთვალო… მისმა მიმდევრებმა ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეს, ზელიმხან ხანგოშვილს ქილერი მიუგზავნეს და შუაგულ ევროპაში, დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ დახვრიტეს…

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, სისხლიანი და ძლევამოსილი დიქტატორია და თუ ვინმეს განადგურება უნდა, როგორმე მოახერხებს … მითუმეტეს ამდენი კრიზისისა და არეულობის ფონზე. რა ისეთი განუმეორებელი სუპერძალა აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებზე ძლიერი და განსაკუთრებულია?

ლოგიკა სად არის?

“ქართულ ოცნებას” არ აწყობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება! პუტინს ფეხზე ჰკიდია სააკაშვილი! პირიქით, ენმ-ისა და საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ ორთაბრძოლებს სათავისოდ იყენებს!

თუ ავტორიტეტული, პარტიულად მეტ-ნაკლებად ნეიტრალური, ნაც.მოძრაობის სიით დეპუტატები რომ არ ყოფილან ისეთი ექიმები იტყვიან, რომ ექს-პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოშია გადასაყვანი, უპირობოდ, ენმ-ის მიტინგების შიშის მიუხედავად პაციენტს დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ორი აზრი არ არსებობს!

სააკაშვილმა დიდ ხანს უნდა იცოცხლოს, დიდ ხანს უნდა იჯდეს საპატიმროში და ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ქუჩაში ადამიანების მზერის უნდა ეშინოდეს! მხოლოდ მზერაც საკმარისი იქნება!“

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved