ზუგდიდში შვილმა მამა სასტიკად სცემა. ხანშიშესულ მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები სახის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ქალი, რომელიც მამას ფიზიკურად გაუსწორდა ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ის ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში არსებულ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
წყარო – პრაიმტაიმიზუ
კომენტარები