• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქალბატონი სალომე ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა მზად ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს” – გია ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
03:12 06-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,321

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, ამ საღამოს რა საუბარი მქონდა პრეზიდენტის სასახლეში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.
პრინციპში რისთვისაც ვიყავი იქ მისული არის 2 რამ, კერძოდ:
1. ხაზი გავუსვით, რომ ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ “ქართული ქარტიის” სულისკვეთებასა და ამოცანებს, რადგანაც იგი მიმართულია ქვეყანაში ხელისუფლებაში გაბატონებული, პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური, მკაფიოდ კრიმინალური ბუნების ოლიგარქის ბანდა ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ და კოალიციური უმრავლესობისა და მთავრობის შექმნის გზით, მოკლე ვადაში გავატაროთ ის აუცილებელი რეფორმები, რომლებიც დაგვაბრუნებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში რეალურად გაწევრიანების გზაზე. და
მე-2. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ გამომდინარე ამ ქარტიის სულისკვეთებიდან, თუ ევროპული სტანდარტების ქვეყანას ვაშენებთ, თუ ოდნავ მაინც თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამ ვითარებაში როგორ შეიძლება კვლავ ციხეში იჯდეს პუტინის მიერ პირდაპირ მიზანში ამოღებული, მთავარი პატრიოტული და პროდასავლური პარტიის, მთავარი ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი?
ამიტომ მას როგორც ქართული ქარტიის ავტორს, აქვს პასუხისმგებლობა, რომ გვერდზე გადადოს პიროვნული თუ პარტიული უთანხმოება თუ მიუღებლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს.

ჩემი ღმა რწმენით, ეს არის ქალბატონი სალომეს არა მარტო კონსტიტუციური უფლებამოსილება, არამედ კონსტიტუციური ფუნქციიდან და ქართული ქარტიის სულისკვეთებისა და მიზნებიდან გამომდინარე, ასევე მისი მოვალეობაც.

ქალბატონი სალომე ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა მზად ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს და მისი არგუმენტები, ამ ნაბიჯის პოპულარობა არაპოპულარობას დაუკავშირა, რაც ფუნდამენტურად არასწორი და მიუღებელია ჩემთვისაც და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის, სხვათაშორის მათიც, ვინც პოლიტიკურად შესაზლოა არ უჭერს მხარს პრეზიდენტ სააკაშვილს. მაგრამ კარგად ესმით მისი უკანონო, პუტინის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლიანობა და აუცილებლობა.

მარტივია, თუ ქართული ქარტიის სულისკვეთება და მიზანი, ევროპული
სტანდარტების, ევროპული ქვეყნის
მშენებლობაა მაშინ ასეთ ქვეყანაში რუსეთის აგენტი ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალდებებით, ივანიშვილ/პუტინის პირადი პატიმრის ციხეში კვლავ დატოვება არ შეიძლება.
ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული.

ამიტომ მინდა ყველასთვის გასაგები და მკაფიო იყოს, რომ გავაგრძელებთ რა ქართული ქარტიის სულისკვეთებისა და მიზნების გულწრფელ და აქტიურ მხარდაჭერას, ამ ფონზე, ამავდროულად, კიდევ უფრო მწვავედ და არგუმენტირებულად გავაკრიტიკებთ ქალბატონ ზურაბიშვილსა და მისგან ბევრად ძლიერად მოვითხოვთ მიშას გათავისუფლებას.“

თეგები: გია ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved