PBS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთ-უკრაინის ომსა და აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების საკითხზე ისაუბრა.
“წარმოუდგენელია პუტინმა ამის გადატანა შეძლოს. მას უკრაინა უკვე დაკარგული აქვს… მას ეგონა, უკრაინაში თუ შეიჭრებოდა, რუსულენოვანი მოსახლეობა გაშლილი ხელებით შეეგებებოდა. ის მოელოდა, რომ ამას NATO-ს კოლაფსი მოჰყვებოდა. ფიქრობდა, NATO შიშისგან უმოქმედობას გადაწყვეტდა”. – თქვა ბაიდენმა ინტერვიუში.
ბაიდენის თქმით, ის ამაყია, რომ უკრაინის დასახმარებლად არამარტო ევროპის, აზიელი პარტნიორების მობილიზებაც მოხერხდა.
კომენტარები