• რეკლამა
  • კონტაქტი
09:40, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინს ცუდი დღე გაუთენდა… უკრაინას ბევრი კოზირი აქვს დამალული” – ამერიკელი გენერლები

ალია ავტორი - ალია
14:21 06-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

უკრაინას ბევრი კოზირი აქვს დამალული, – ასე აფასებენ აშშ-ს ყოფილი გენერლები უკრაინის მიერ რუსულ აეროდრომებზე განხორციელებულ სპეცოპერაციას. ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

თვეების განმავლობაში ზოგიერთს სჯეროდა, რომ უკრაინას “არანაირი კარტი” არ ჰქონდა. ბევრმა ჩვენგანმა კი თქვა, რომ მალე ბრძოლის ველზე გარდამტეხი მომენტი დადგებოდა – რუსეთის სამხედრო ეკონომიკის ჩავარდნებისა და რუსეთის ხელმძღვანელობის არაადეკვატურობის გამო, განსაკუთრებით, უკრაინის მთავრობის, სამხედროებისა და მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერისა და ნებისყოფის გამო, რაც შერწყმულია სპეციალური ოპერაციების, უპილოტო სისტემების (სხვადასხვა დრონების) და ოპტიკურ-ბოჭკოვანი შესაძლებლობების ინოვაციურ გამოყენებასთან რუსული ელექტრონული ომის წინააღმდეგ, – წერს აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური ევროპაში, მარკ ჰერტლინგი.

მან აღნიშნა, რომ კოორდინირებული და სინქრონიზებული თავდასხმა, რომელმაც, ფრონტის ხაზიდან 4000 კილომეტრზე მეტ მანძილზე დისლოცირებული რუსული საჰაერო ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა, ცხადყოფს, რომ უკრაინას „ბევრი კოზირი აქვს გადამალული”. 

თავის მხრივ, აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, რომელიც ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იყო ევროპაში, პუტინი მკაცრად გააკრიტიკა და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ვლადიმერს ძალიან ცუდი დღე აქვს. პუტინ, რასაც დათესავ, იმას მოიმკი“.

CNN-თან ინტერვიუში სტავრიდისმა უკრაინის თავდასხმას „შესანიშნავი” უწოდა.

ეს ერთგვარი ტროას ცხენია… ეს ხის ყუთები, რომლებიც მათ ქვეყანაში შეათრიეს და უცებ მათგან გამოსული “მეომრები”, რომლებიც ყველა ამ თვითმფრინავს ანადგურებენ და არცერთ მათგანში ხალხი არ არის. ეს მართლაც ომის საოცარი  ოსტატობაა,- აღნიშნა მან.

ამავდროულად, ილინოისის შტატის ყოფილმა წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ბომბდამშენების დაბომბვა „ომის პირობებში აბსოლუტურად ლეგალური და მოსალოდნელია”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved