• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პუტინმა თუ უკრაინაში მოიგო ომი, სხვა ქვეყნების დაპყრობას დააპირებს და რიგში პირველები ჩვენ ვიქნებით“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:19 10-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
605

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ყირიმის ხიდი ააფეთქეს და  დღემდე ვერ გაურკვევია რუსეთს, ვინ ააფეთქა. უკრაინის ხელისუფლება საკუთარ თავზე არ იღებს…

– ძნელი სათქმელია, უკრაინელების გაკეთებულია თუ არა. ათას რამეს ამბობენ. ფაქტია, დივერსიული აქტი იყო. საქმე ის არის, უკრაინის სპეცსამსახურებს შესწევთ იმის უნარი, ასე უნაკლოდ დაგეგმონ და შეასრულონ ამგვარი  მაღალკვალიფიციური დივერსიული აქტი? მე ეჭვი მეპარება, რომ შეუძლიათ. მეორე  ვერსიაც არის, რომ არ მარტო უკრაინელები,  უკვე დასავლეთის ექსპერტებიც არგუმენტირებულად აცხადებენ, რომ ეს დივერსიული აქტი თავად რუსებმა განახორციელეს. კერძოდ, პუტინთან და მის ახლო გარემოცვასთან დაპირისპირებულმა ძალოვანთა ჯგუფმა, რომლებიც ადრე  თავადაც პუტინმა  დასვა მაღალ-მაღალ პოსტებზე. ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, ურთიერთდაპირისპირებულმა ძალოვანთა ერთმა ჯგუფმა, ერთ-ერთი გენერლის სახლში,  ააფეთქა მეორე ჯგუფი და ხიდის აფეთქებასაც ამ დაპირისპირების კონტექსტში განიხილავენ. ცოტა კი ძნელი დასაჯერებელია. ნუთუ  ისე დასუსტდა პუტინი, რომ მისივე თანაგუნდელები ყირიმის ხიდს უფეთქებენ? ეს მე არ მჯერა. თუ უკრაინელების გაკეთებულია, არ არის გამორიცხული, ეს დასავლეთის დახმარებით მოხდა. დივერსიული აქტი დაიგეგმა დასავლეთის რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა და შეასრულეს უკრაინელებმა. შესაძლოა, მათ სპეციალური მომზადებაც ჰქონდეთ გავლილი ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა ევროპის ქვეყნებში. უკრაინელებს რომ ამზადებენ დიდი ხანია სხვა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, ეს ცნობილი ფაქტია. დივერსიულ საქმიანობასაც შეასწავლიდნენ, რა პრობლებაა? ისიც მოვისმინე და პუტინსაც ეს უთხრეს, რომ ის მანქანა, რომელიც ხიდზე აფეთქდა, ბულგარეთიდან წამოვიდა და საქართველოს გავლით შევიდა რუსეთში, თან მანქანას ქართული ნომრები ჰქონდაო. აქ უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ყირიმის ხიდის აფეთქებას. ეს ხიდი იყო პუტინის იმპერიის გვირგვინის ყველაზე დიდი მარგალიტი. პუტინმა დააჩოქა ჩეჩნეთი, დაამყარა მასზე კონტროლი, დროებით წაიღო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ახლა შეიერთა უკრაინის 4 რეგიონი, მაგრამ მას ყველაზე დიდ  მიღწევად ყირიმის რუსეთისთვის მიერთებას უთვლიან და ეს ხიდი მისი ამ გამარჯვების სიმბოლოა. რუსეთში  მას „პუტინის ხიდს“ ეძახიან. ხიდი 227.92 მილიარდი რუბლი დაჯდა, რაც 3.7 მილიარდი დოლარია. ხიდი მარტო რუსული ფულით აშენდა, ბიუჯეტისა და ძმებ როტენბერგების ფულით. თან ტექნიკურად ძალიან რთული პროექტი იყო და ბევრი ეჭვობდა, რომ რუსეთი ამ პროექტს ვერ განახორციელებდა, მაგრამ გააკეთეს ეს სამ იარუსიანი ხიდი. ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ფაქტი მაინც ის არის, რაც რეალურად სახეზე გვაქვს. პუტინი დარწმუნებულია,რომ ყირიმის ხიდი, მისი დაბადების დღის მეორე დღეს, უკრაინელებმა ააფეთქეს. სწორედ ამის გამო, გამწარებულმა დაბომბა კიევი და სხვა ქალაქები, დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები. აშკარაა, მწყობრიდან გამოვიდა, იმდენი რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებს. თუმცა, ამ ამბავში ერთი კარგიც არის. უკრაინელებმა მოიგერიეს რუსული რაკეტების 55%, დანარჩენები ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით მოიგერიეს. მათ შორის, ფრთოსანი რაკეტებიც იყო. ეს ხდება  ომის დაწყებიდან მე-8 თვეს. ცოტა ხანში, უკრაინა უფრო მეტად ჩაკეტავს ცას. გერმანია უკრაინას 8 თვე უარს ეუბნებოდა და ახლა აძლევს „იარისის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს. ამ დაბომბვების მერე, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემენ NASAMS-ის  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და მათი მიწოდების პროცესი მალე დაჩქარდება. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა, ჯოზეფ ბორელიმ განაცხდა, რომ გაუორმაგებენ იარაღის მიწოდებას უკრაინას. ჩეხეთი აპირებს რამდენიმე ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას. აგერ, ჯი-7-ის სამიტი გაიმართა და ამ ფორუმში მონაწილე ქვეყნის ლიდერებმა თქვეს, რომ პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო. მეტიც, ჯი-7-ის ლიდერებმა მზაობას გამოთქვეს, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და პირობა დადეს, რომ გააგრძელონ  უკრაინის ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარება. აი, ეს მიიღო რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასირებული დაბომბვის პასუხად. ლოგიკური რეაქციაა მათი მხრიდან. არც ევროპა და არც ამერიკა არ აპატიებს რუსეთს იმ ველურობას, რასაც მისი ჯარი სჩადის უკრაინაში უკვე მე-8 თვეა.

– ჩვენთან ბევრი შიშობს, ყირიმის ხიდი რომ ააფეთქეს და პუტინმა დანაღმული მანქანის მარშრუტში საქართველოც მოიხსენია, ეს ცუდია, პუტინი რაღაცას გეგმავს საქართველოს წინააღმდეგ. შესაძლოა, ხელოვნურად დაძაბოს ჩვენთან ვითარება და თუ უკრაინაში საქმე კიდევ უარესად წაუვიდა, სახის შესანარჩუნებლად შემოიჭრება საქართველოში და თბილისს აიღებსო. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

– რუსეთს სხვის „პახმელიაზე“ ჩვენთან გამოსვლა მოუნდებაო? რა გითხრა? პუტინს თავდებში, მე როგორ დავუდგები, როდესაც საკუთარი უახლოესი გარემოცვის წევრებმა დილით არ იციან, საღამოს რას გააკეთებს? არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ უფრო ვფიქრობ, ეს საფრთხე ნაკლებად რეალურია. პუტინმა უკრაინასთან კონვენციური ომი თუ წააგო ან აშკარა წაგებისკენ წავიდა საქმე, რაღაც არა მგონია, სახის შენარჩუნების საშუალება მისცენ. აგერ, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ პუტინის გარემოცვაში განხეთქილების ნიშნებია, მის პოსტს უკვე უმიზნებენ იური კოვალჩუკი და ალექსანდრე ბორტნიკოვი. ნიკოლაი პატრუშევზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ეს არ იქნება მართალი. პატრუშევი პუტინის ერთგულია, არ უღალატებს. ამ ინფორმაციების თანახმად, დასავლურ მედიაში რამზან კადიროვის სახელიც გამოჩნდა პუტინის სავარაუდო შემცვლელად, მაგრამ ეს უკვე არასერიოზულია. მოკლედ, პუტინის ბედი მთლიანად უკრაინის ომზეა დამოკიდებული და მას საქართველოში და სხვა ქვეყნებში შესაჭრელად არ ეცლება. რა, უკრაინაში ნამეტანი კარგად აქვს საქმე, რომ ახლა ჩვენ დაგვესხას თავს? სახის შესანრჩუნებლად კი არა, ვფიქრობ, სიცოცხლის გადასარჩენად შეიძლება გაუხდეს საქმე, ისე განვითარდეს ახლო მომავალში მოვლენები. თავს მაშინ შეიძლება დაგვესხას, თუ უკრაინაში მოიგო ომი და მერე, კიდევ სხვა ქვეყნების დაპყრობას აუცილებლად დააპირებს. მაშინ რიგში პირველები ჩვენ ვიქნებით.

თეგები: ვლადიმერ პუტინისოსო ცინცაძეყირიმის ხიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved