რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს “შავი დღისთვის” გადანახული ფონდიდან თანხის გაცემას სახელმწიფო ობლიგაციებისა და აქციების შესაძენად. ამის შესახებ Reuters-ი RIA-ზე დაყრდნობით წერს.
პუტინმა ასევე ხელი მოაწერა მთელ რიგ კანონებს, რომლებიც ითვალისწინებს ახალ “კაპიტალის ამნისტიას”, რომელიც თავის მხრივ მიზნად ისახავს ხალხის წახალისებას, დააბრუნონ ფული ან ფინანსური ინსტრუმენტები რუსეთში გადასახადების დაკისრების, ან სხვა ჯარიმების გარეშე.
კომენტარები