• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინმა ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა – ISW

ალია ავტორი - ალია
11:42 07-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
664

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხარკოვის და ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს პუტინის ბრძანებაზე ხარკოვისა და რეგიონის დაკავების შესახებ.

კერძოდ, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 26 ივნისიდან რუსები ცდილობენ დაიკავონ ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი დემენტიივკა.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა საუბარი, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ჩივის, რომ მის მეთაურს მსხვერპლი არ აინტერესებს, რადგან მას მხოლოდ ხარკოვის აღება სურს.

ISW-მ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსმა გალეიტერმა ხარკოვის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო თანამშრომლობა LPR ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებთან. ანალიტიკოსების აზრით, ეს მიუთითებს რუსეთის მცდელობებზე, შექმნას პირობები ხანგრძლივი ოკუპაციისთვის.

ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა მოახერხონ ხარკოვის და მთელი რეგიონის აღება.

ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს დღეებში რუსეთის არმია, სავარაუდოდ, არათანმიმდევრულად გააძლიერებს თავდასხმებს ხარკოვის ჩრდილოეთით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შეძლოს სერიოზული წარმატების მიღწევა.

წყარო: pia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved