საშემოდგომო გაწვევის პერიოდში რუსეთის ჯარში 133 ათასი ადამიანის გამოძახება მოხდება – შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
გაწვევა 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ. პარალელურად რეზერვში გადავლენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოეწურათ.
გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
ბოლოჯერ რუსეთში გაწვევა 2024 წლის გაზაფხულზე იყო. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 150 000-მდე ადამიანი.
კომენტარები