• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინის შურისძიება” – “ავადაა ყველა, ვისაც ხანგოშვილის ამბავი “არაქართული” ტკივილი ჰგონია” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:00 08-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
305
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“პუტინის შურისძიება” – ასე ჰქვია Der Spiegel-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, სადაც რეჟისორი ევროპულ საზოგადოებას რუსეთის პრეზიდენტის მიერ დახოცილი და მოწამლული ადამიანების შესახებ მოუთხრობს. ლიტვინენკოს, მაგნიცკის, ნემცოვის მკვლელობების გარდა, მასალაში დაწვრილებით არის განხილული სკრიპალების, ნავალნისა და კარა-მურზა უმცროსის ჯანმრთელობის გაუბედურების საქმეები…
ერთ-ერთი მთავარი გერმანული გამოცემა პუტინის შურისძიების უსასტიკეს გამოვლინებად ზელიმხან ხანგოშვილის შემთხვევას მიიჩნევს. Der Spiegel-ის ჟურნალისტები ხანგოშვილს პირდაპირ მოიხსენიებენ ქართველად. ეს ჩვენ გვჭირდება ხოლმე მითითება მის ქისტურ წარმომავლობაზე და ამ ნიშნის გამო ბოლომდე ჩვენიანად ვერ აღვიქვამთ მას, ბოლომდე არ თანავუგრძნობთ მის ოჯახსა და ახლობლებს…
ხანგოშვილი პანკისში დაიბადა, იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში, სადაც თავისი შედეგიანი წინააღმდეგობის წყალობით თავი დაამახსოვრა რუსეთის სპეცსამსახურებს. ბუნებრივია, ომის შემდეგ ასლან მასხადოვის მხარდამჭერ სამხედრო მეთაურს სიცოცხლე გაუმწარეს – 2009 წელს მოწამლეს, 2015 წელს თბილისის ცენტრში რამდენჯერმე ესროლეს (საქმე აღიძრა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მუხლით, ცინიზმი!), შემდეგ უკრაინაში გაიქცა, უკრაინიდან მოუწია პოლონეთში გადახვეწა, ბოლოს კი ბერლინში დამკვიდრდა იმის იმედით, რომ ევროპის ცენტრში მაინც აარიდებდა თავს მოთვალთვალეებსა და ქილერებს. 2019 წელს ხანგოშვილი ბერლინის ყველაზე ჰარმონიულ და იდილიურ ადგილას, ტირგართენის ტყე-პარკში ზურგიდან ჩაცხრილა რუსეთის მიერ მივლენილმა სპეც.აგენტმა (გერმანულმა მართლმსაჯულებამ მკვლელსა და აგენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა), ხანგოშვილის საქმე დიპლომატიურ სკანდალის თემად იქცა გერმანიასა და რუსეთს შორის…
ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი რესპონდენტი ხანგოშვილის მეუღლე – ქ-ნი მანანა გახლავთ. გული გამეგლიჯა მისი მოსმენისას … მან დაწვრილებით მოჰყვა, თუ რა პირობებში უწევდათ ცხოვრება ოთხ ბავშვთან ერთად. მშობლები პერიოდულად იღებდნენ მუქარის შემცველ შეტყობინებებს, სადაც ყოფილ მეუღლეებს შვილების სიცოცხლის მოსპობაზე მიანიშნებდნენ. ქალიშვილები ხშირად იძულებულები იყვნენ ქუჩაში თავსაბურავის გარეშე ევლოთ, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ. ქ-ნი მანანა დროგამოშვებით ვარცხნილობას უცვლიდა თავის პატარებს, რათა გზა-კვალი აებნიათ მდევართათვის… ოჯახი დღემდე იყენებს ამ და სხვა საშუალებებს, სხვა რა შეუძლიათ? მოკლედ, ნამდვილი ჯოჯოხეთი აღწერა ხანგოშვილის ყოფილმა მეუღლემ…
ქართული საზოგადოება ჯანმრთელი და ნორმალური საზოგადოება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას, მისი შვილების ბედს გულთან ახლოს მიიტანდა, იმ დროის ნახევარს მაინც გამოჰყოფდა ქისტის ტრაგედიისთვის, რაც დარია დუგინას, კრემლის მემილიონეხარისხოვანი პროპაგანდისტის აფეთქების საქმეს დაახარჯა…
მაგრამ ჩვენ ავად ვართ…
ავად არის ყველა, ვისაც დამწვარი შვილის ფერფლთან მამის ხილვა გაუხარდა, ვისაც დუჟი მოერია!
ავად არის ყველა, ვინც მეათასეხარისხოვან, “პაპსა” კვაზიფილოსოფოსს, მაგრამ სიკვდილისა და სისხლისღვრის, საქართველოს მოსპობის აპოლოგეტს მიუსამძიმრა.
ავად არის ყველა, ვისაც ზელიმხან ხანგოშვილის ამბავი სხვისი პრობლემა, “არაქართული” ტკივილი ჰგონია.
იხ. ფილმი: https://www.youtube.com/watch?v=Lk1SCJ_9F4k
Ist möglicherweise ein Bild von 1 Person und Text „Putins Rache SPIEGEL TV“
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved