• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინის რუსული უზრდელობა რამდენად გონივრულია ტრამპთან, რომელიც ამჟამად მეცხრე ცაზეა სიამაყით?” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:24 11-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
“ვლადიმერ პუტინი ცივად შეხვდა ტრამპის გამარჯვებას; მან თავის სპიკერს დაავალა ოფიციალური მილოცვა. თუ ამერიკელებს სურთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება გაახერხონ, მათ ეს უნდა დაიმსახურონ” – აცხადებს ჟურნალ “TIME” -ის საერთაშორისო პოლიტიკის ცნობილი მიმომხილველი, საიმონ შუსტერი.
შუსტერს ასევე არგუმენტად მოჰყავს რუსული პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტის, ნინა ხრუშჩევას ციტატა: “-თუ გსურს მორიგება, მუხლებზე ხოხვით უნდა მოხვიდე ჩემთან -ეს არის პუტინის მესიჯი”.
შესანიშნავი დებიუტია ახალ პარტიაში. კლასიკური პუტინისათვის. ხაზგასმული რუსული უზრდელობა და თავხედობა. ოღონდ, რამდენად გონივრულია ასეთი დებიუტი ტრამპთან, რომელიც ამჟამად მეცხრე ცაზეა სიამაყით, თავბრუდამხვევი გამარჯვების შემდეგ, მალე გამოჩნდება.
რამდენიმე დღეში დანამდვილებით გავიგებთ, რომელ პორტფელს ჩაიბარებს მაიკ პომპეო, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორიც იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფიც. პომპეოს შესანიშნავი გეგმა აქვს რუსებისათვის. ამის შესახებ ის “TIME”-ის ჟურნალისტს სექტემბერში, კიევში ვიზიტის დროს ესაუბრა. პომპეოს გეგმის თანახმად:
1) ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კიდევ უნდა გაამკაცროს სანქციები;
2) უკრაინისათვის მიწოდებულ ამერიკულ იარაღზე სრულიად და უპირობოდ მოხსნას გამოყენების შეზღუდვები;
3) დაიწყოს “ლენდ-ლიზის” ახალი, 500 მილიარდ-დოლარიანი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უკრაინა შეისყიდის ამერიკულ იარაღს.
ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ვიცე-პრეზიდენტ ვენსსაც აქვს თავისი ხედვა უკრაინასთან დაკავშირებით, რაც კონფლიქტის გაყინვას, ბუფერული ზონების შექმნას და რუსეთთან დამცავი კედელის აშენებას გულისხმობს, რათა დარჩენილმა უკრაინამ მშვიდობიანი განვითარება შეძლოს.
ცხადია, ვენსი ძალიან ცდილობდა ეკეკლუცა თავის ამომრჩევლების სპექტრთან, რომლებიც დიდად ვერ ერკვევიან გლობალურ გეო-პოლიტიკაში, მაგრამ ახლა არჩევნები დიდებულად არის მოგებული და პრეზიდენტ ტრამპს სხვა პრიორიტეტები აქვს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ “შერიფი” ისევ ფორმაშია.
შესაბამისად, ლოგიკურად, გამოცდილი მზვერავისა და დიპლომატის, მაიკ პომპეოს რჩევებს უნდა გაჰყვეს და არა “ყვინჩილა” ვენსის. საბედნიეროდ, ბატონი ვლადიმერი მას უკვე ძალიან “ეხმარება” სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
პუტინის მკვახე განწყობა ძალიან აძლევს ხელს პრეზიდენტ ზელენსკისაც. იმედია, გამოცდილი მსახიობი ზუსტად შეარჩევს საჭირო “სიმებს” ტრამპთან საუბრისას. მან კარგად იცის “ბავშვებთან” მოპყრობის წესები და არ უნდა შეეშალოს დიდი ალბათობით.
პარალელურად, შავი დღეები უახლოვდება ირანს და მის “აპენდიქსებს”, რომლებსაც ნაკლებად ეცლებათ რუსეთის პირდაპირი და ირიბი დახმარებისათვის. ბევრი თავსამტვრევი აქვს ჩინეთსაც. მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები ელის.
დებიუტი იმედისმომცემია. დაველოდოთ მიტელშპილის განვითარებას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved