ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, დღეს ყატარის საერთაშორისო ფორუმის შემდეგ, ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ერთი სიტყვაც კი ვერ წამოაცდენინა პუტინზე.
“იმდენი ვერ გაბედა ივანიშვილის სათამაშომ, ბერას ძიძამ, რომ ეთქვა, რომ პუტინს არ ენდობა და მეტიც, არათუ არ ენდობა, არამედ ყასაბად მოიხსენიებენ ამ ადამიანს დასავლელი ლიდერები. აშშს-ს პრეზიდენტი არ ერიდება პუტინზე მსგავს გამონათქვამებს, როგორიცაა მკვლელი, ტერორისტი, ყასაბი და ა.შ. და ამასობაში ღარიბაშვილს ვერ ათქმევინა და დასცინოდა ფაქტობრივად ის ჟურნალისტი. ვერ წარმოათქმევინა ენდობი თუ არა პუტინსო. ერთი სიტყვაც არ თქვა. „არა“ არ თქვა და ათასი სიგიჟეები მოიგონა“. – ამბობს ხაბეიშვილი.
ყატარის საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინის ხსენება ვერ გაბედა. საქართველოს პრემიერი უხერხულ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა წამყვანმა მას კითხვა დაუსვა, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს?
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით დღეს ყატარის ფორუმის შემდგომ ჟურნალისტმა პრემიერ ღარიბაშვილს კითხა – ენდობით პუტინს? რაზეც ღარიბაშვილმა არ უპასუხა.
კომენტარები