• რეკლამა
  • კონტაქტი
16:18, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის გადაწყვეტილება, გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გახლავთ საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი უმკაცრეს ფასს გადაიხდის – სტოლტენბერგი

ალია ავტორი - ალია
23:01 02-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა, გამოიყვანოს ყველა ძალა უკრაინიდან და დაუბრუნდეს დიპლომატიის, დიალოგის გზას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის.

„უკრაინის მოქალაქეები იბრძვიან თავისუფლებისთვის არაპროვოცირებული რუსული აგრესიის დროს. არის მსხვერპლი, განადგურება. ჩვენი ფიქრები გახლავთ მათთან, ვინც დაიღუპა, დაზარალდა და დევნილობაში წავიდა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა, გამოიყვანოს ყველა ძალა უკრაინიდან, დაუბრუნდეს დიპლომატიის, დიალოგის გზას და გვერდზე გადგეს აგრესიული ქმედებებისგან.

კრემლის ამოცანები უკრაინით არ იზღუდება. რუსეთმა მოითხოვა იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რათა შეეფერხებინა ნატო-ს შემდგომი გაფართოება. ჩვენ ახალ რეალობას ვაწყდებით ევროპის უსაფრთხოებაში, სადაც რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ წესრიგს და იყენებს ძალებს, რათა საკუთარი მიზნები დააკმაყოფილოს. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს მისი ქმედებებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილება, გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გახლავთ საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი უმკაცრეს ფასს გადაიხდის მომავალ წლებში. ნატო-ს მოკავშირეებმა და ევროკავშირმა უკვე შემოიღეს სერიოზული სანქციები და მსოფლიო მასშტაბით, ბევრი პარტნიორი  შემოგვიერთდა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მეტი გავაკეთოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ ფასი, რადგან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება, დავრჩეთ ასეთ მდგომარეობაში. ამავე დროს, რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს უფრო დაცულს არ გახდის, არ გახდის უფრო პატივსაცემს მსოფლიოში. იგი არ მიგვიყვანს თქვენი შვილების უკეთეს მომავლამდე.

ლიდერებმა დღეს ნათლად განაცხადეს, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ნატო-ს მოკავშირეებმა დღეს სამიტზე დააფიქსირეს პოზიცია, რომ გააგრძელებენ უკრაინისადმი მხარდაჭერას, სამხედრო, ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ გზავნილი ნატო-ს ლიდერებიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან, ევროკავშირიდან არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში და გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პასუხად, გააძლიერეს თავდაცვის შესაძლებლობები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.

„რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პასუხად, ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები. გუშინ ნატო-ს მოკავშირეებმა მოახდინეს აქტივაცია ჩვენი თავდაცვის გეგმების და შედეგად, ჩვენ განვათავსებთ ელემენტებს, ნატო-ს რეაგირების ძალებს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში, რათა უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და სწრაფად ვუპასუხოთ ნებისმიერ გაუთვალისწინებელ სიტუაციას. აშშ-მა, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა ათასობით დამატებითი ჯარისკაცი გადაისროლეს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი გვყავს, რომელიც 30 სხვადასხვა ადგილზეა განლაგებული. ანუ, არ უნდა არსებობდეს გაუგებრობის ადგილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ნატო-ს ყველა მოკავშირე და ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თეგები: იენს სტოლტენბერგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved