• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის დანაშაულებრივი დაჯგუფება „ვაგნერი“ დასავლეთის წყრომას ისევ იმსახურებს

ალია ავტორი - ალია
16:28 12-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

რუსული უკანონო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ საქმიანობა დასავლეთის სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა. ევროპის 16 სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რითაც პუტინის მიერ მართული „ვაგნერი“ ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. საუბარია კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლთა ყოფნაზე  აფრიკაში, კერძოდ მალიში. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფებების განთავსებას მალის ტერიტორიაზე.

მათი ყოფნა გამოიწვევს მხოლოდვითარების გაუარესებას  დასავლეთ აფრიკაში, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით მოახდენს სიტუაციის გართულებას და ხელს შეუშლის საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობას დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის და სხვა ქვეყნების სახელით 23 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამას გარდა, დასავლეთი წუხს იმის გამო, რომ „მალის გარდამავალი მთავრობა იყენებს ისედაც მიზერულ ბიუჯეტს უცხოელი დაქირავებული მებრძოლეების ანაზღაურებისთვის იმის მაგივრად, რომ საკუთარი ჯარი შეინახოს. განცხადების ავტორები მკაფიოდ აფიქსირებენ იმ ფაქტს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლთა მატერიალურ მხარდაჭერას რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს. გერმანია და სხვა ქვეყნები ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებენ აფრიკის ამ რეგიონში პასუხისმგებლიან და კონსტრუქციულ საქმიანობაზე გადავიდეს. 

ვლადიმერ პუტინის „მზარეულად“ ცნობილი ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ „ვაგნერს“ კრემლი სწორედ იმ ქვეყნებში იყენებს, სადაც საკუთარ ოფიციალურ არმიას ვერ გზავნის. კერძო სამხედრო დაჯგუფების შექმნა და საქმიანობა რუსეთის კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის პრიგოჟინს და რუსეთის სპეცსამსახურებს იმაში, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები გაწვრთნან, დაასაქმონ და შემდეგ სხვა და სხვა ქვეყნებში გააგზავნონ. სწორედ „ვაგნერის“ მებრძოლებს იყენებდა დანაშაულებრივად კრემლი უკრაინაში, სირიაში, ცარ-ში, ლიბიაში და ახლა იგივე ხდება მალიშიც. „ვაგნერის“ მსგავს დაჯგუფებებს, სადაც ცივ სისხლიანი და ყველაფერზე წამსვლელი დაქირავებული მებრძოლები არიან გაერთიანებულნი,  პუტინი იყენებს იმისთვის, რომ თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გეგმები აღასრულოს.

რაც შეეხება მალიში არსებულ სიტუაციას, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ცნობები, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ რუს დაქირავებულ ბოევიკებთან კონტრაქტი დადო. მაშინ, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები მოუწოდებდნენ კრემლს უარი ეთქვამსგავს ქმედებებზე, რუსეთის ოფიციალური პირები გამალებით უარყოფდნენ მომხდარს. თუმცა, მოგვიანებით სერგეი ლავროვს მოუწია იმის  დადასტურება, რომ მალის ხელისუფლებამ კერძო რუსულ სამხედრო კომპანიას ტერორისტებთან საბრძოლველად დახმარება მართლაც სთხოვა. მალევე, ევროკავშირმა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ასევე,სანქციების ქვეშ მოექცა რვა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებულნი არიან, მათი აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინეს.

დიდი დროის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინი და მასთან დაახლოებული პირები ცდილობდნენ დაემალათ ის, თუ რას აკეთებდნენ „ვაგნერის“ მეშვეობით, რამდენ დანაშაულებებს სჩადიოდნენ მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში. როგორც ჩანს, ახლა ეს დრო უბრალოდ დამთავრდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved