• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პურის ფასის შემცირების გზა გადასახადების დაწევაა და არა სუბსიდირება და ამის დამადლება – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
18:58 06-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ივლისიდან ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ პურის ფასის შესაძლო, 20-25 თეთრით ზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება, სინამდვილეში, გაცილებით მეტ ფულს იღებს სხვადასხვა გადასახადით მოქალაქეებისაგან, იყენებს მას პოლიტილური კორუფციისათვის და პატარა ნაწილს აბრუნებს მხოლოდ ეკონომიკაში სუბსიდიის სახით, რითაც ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას.

“ეს განაცხადი არის მაგალითი იმ უტიფრობის, როგორც ივანიშვილის რეჟიმი გვესაუბრება ჩვენ, ვითომ ეხმარება ხალხს სუბსიდირებით და თუ არ დაგეხმარებით, თქვენი ვითარება გაუარესდებაო.

რეალურად, ის ბევრად მეტ გადასახადს გვართმევს ჩვენ, მეწარმეებს, მოქალაქეებს, მომხმარებლებს და შემქმნელებს პროდუქტის, მათ შორის პურის, შემდეგ ამ ფულის დიდ ნაწილს ფლანგავს პოლიტიკურ კორუფციაზე, პატარა ნაწილს კი სუბსიდირებაზე აბრუნებს და ამით კიდევ უფრო ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას”, – ამბობს ბოკერია.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს მარტივი გზა, რათა ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქოს წნეხი მოსახლეობას, ეს არის გადასახადების დაწევა, მათ შორის აქციზის, საშემოსავლო და ქონების გადასახადის და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის.

“მარტივი გზა არსებობს იმისათვის, რომ ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქონ წნეხი ყველას, მათ შორის ფასებზე და პურის ფასზე. ეს არის გადასახადების დაწევა, დაწყებული აქციზის გადასახადის გაუქმებით, რასაც ჩვენ, ევროპული საქართველო ვითხოვთ, გაგრძელებული ჩვენი ხედვით, საშემოსავლო გადასახადის, ქონების და მთლიანად, ეს არის გზა და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის, მოქალაქეებისათვის, მეწარმეებისათვის და მერე პატარა ნაწილის სუბისიდრებით დაბრუნება და ამის დამადლება”, – თქვა ბოკერიამ.

წყარო – ტაბულა

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved