• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროტესტისთვის შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური ფორმა არავის მოუგონია. თუ რამე არის, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა – გიორგი ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
16:38 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პროტესტისთვის შიმშილობაზე მწვავე და რადიკალური ფორმა არავის მოუგონია. თუ რამე არის, მზად ვარ მივმართო, გარდა თვითმკვლელობისა. ამიტომ, ვშიმშილობთ და გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების უფრო მეტი არაპოლიტიზირებული ნაწილი ჩაერთვება მშვიდობიან ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეოთხე დღეა პარტიის ოფისში შიმშილობს.

„ყველა მიმართულებით ქვეყანაში კატასტროფა გვაქვს. ამ ვითარებაში ამ სასამართლოს გასამართლებული ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ რეჟიმს, რომელიც საუბრობდა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ა.შ. პრეზიდენტი სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჰყავს. ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი მოუწოდებს მათ, რომ ვიდრე არ გექნებათ ნორმალური სასამართლო, მანამდე გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი. ამათ გამოშვება კი არა, პაციენტი ძალით გადაიყვანეს ციხის კლინიკაში, სდაც არანაირი პირობები არ არის შექმნილი, რომ უმკურნალონ ადამიანს, რომელიც უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. ადამიანმა თქვა, რომ მზად ვარ შიმშილობა შევწყვიტოო. ვიცით, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, პირდაპირ პუტინის გეგმას ახორციელებს და ასე ადვილად არ დათმობენ, მაგრამ ეს არ არის ბრძოლა ცალკეული პოლიტიკოსების ან ცალკეული პარტიების. კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით რეჟიმის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილისადმი განხორციელებულმა არადამიანურმა მოპყრობამ უკვე აჩვენა ამ რეჟიმის ნამდვილი სახე. უამრავი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის არათუ მომხრე, არამედ მოწინააღმდეგეც კი იყო, ითხოვს ადამიანურად მოიქცეს ხელისუფლება. ესენი კი გასცდნენ საღი აზრის ზღვარს. ამიტომ, ეს ბრძოლა არ არის ერთი და ორი პოლიტიკოსის ან პარტიის ბრძოლა, ეს არის უკვე საყოველთაო ბრძოლა. გარდა ამისა, რადიკალურად განწყობილი ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ სხვა მეთოდებს მიმართეთ გარდა მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტისაო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. პირდაპირ მინდა ვთქვა,რომ ეს არის სწორედ პუტინის გეგმა, რასაც ახორციელებს ასევე ეს რეჟიმი. ასე აღიზიანებენ საქართველო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ყოველგვარ ზღვარს გადადიან. არჩევნებზე მოქალაქეების უმეტესობამ ცვლილებებს მისცა ხმა და სამოქალაქო ომამდე ქვეყანა ამათ მიჰყავთ და ჩვენ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, შიმშილობაზე მეტად რადიკალური რა შეიძლება იყოს, შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდო, ეს პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმაა. ამ ფორმას იმიტომ მივმართეთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობრივი ქმედებები. ჩვენ უნდა ვიყოთ საღი აზრის, კონსტიტიციისა და ეროვნული ინტერესების ჩარჩოებში, რომ საშუალება არ მივცეთ პუტინს და ამ მოღალატეობრივი გავრილოვის რეჟიმს ქვეყანაში გააჩაღოს სამოქალაქო ომი, ამათ კი ეს აქამდე მიჰყავთ. უკვე მე-15 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია, 9 დეპუტატი შიმშილობს პარლამენტში. ვინაიდან მე არ ვარ პარლამენტის წევრი, ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და ჩემი შიმშილობის მეოთხე დღეა. ასევე შიმშილობა დაიწყეს საკრებულოს წევრებმა და პაატა ბურჭულაძემ. ანუ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. ეს არ არის ისე, რომ დღეს რაღაცას გავაკეთებ და საღამოს ან ხვალ დილით ეს რეჟიმი დასრულდება. თუ ჩვენ ვართ საზოგადოება, უნდა ვიბრძოლოთ ერთად, ყველამ უნდა გამოვიღვიძოთ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved