• რეკლამა
  • კონტაქტი
12:29, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება… მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება” — დირკ ბუშლე

ალია ავტორი - ალია
18:55 06-15-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ევროპის ენერგეტიკული საბჭო დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. გთავაზობთ დოკუმენტის სრულ თარგმანს.

“ამ შაბათს, ქალაქგარეთ, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის გაიმართა მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა, მდინარე რიონზე ნამახვანჰესის პროექტის საკითხთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ რიგ სამოქმედო ღონისძიებებზე სამ მთავარ თემასთან მიმართებაში: მშენებლობისა და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მათი განხილვა, რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია და ღია დებატები საქართველოს სამომავლო ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე,  ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის ეროვნული გეგმის პროექტის გათვალისწინებით. მოლაპარაკებები ჩატარდა დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის სამდივნოს მედიაციით.

მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ადგილზე, რიონის ხეობაში. უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება – ორივე მხარეს. შესაბამისი ზომების გატარება, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, მოხსნას ბარიკადები და უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა მთავარ გზაზე. იგი, ასევე, გააკეთებს განმარტებას მომიტინგეთა დაკავების საკითხზე. მეორეს მხრივ, პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენისთვის და მოლაპარაკების პერიოდში შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად, ყველა მონაწილე მხარემ უნდა გამოიჩინოს საჭირო თავშეკავება და იქონიოს კავშირი ერთმანეთთან. ეს მოგვცემს მედიაციის პროცესის გაგრძელების საშუალებას.“

(R)

თეგები: ენკა რინიუებლზ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved