აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს და სხვა შეზღუდვებს ისევ აპროტესტებენ და ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
აქტივისტების თქმით, მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნას.
აქტივისტებმა “კომენდანტის საათი” გუშინ 25 იანვარსაც გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
პარალელურად ისინი აპროტესტებენ არჩევენების შედეგებსაც.
ცნობისთვის, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით “კომენდანტის საათი” მოქმედებს.
კომენტარები