ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე:
“1. პროპორციულ ნაწილში “ოცნება” წაგებულია. მაჟორიტარებია მოსაგები: შესაბამისად, 5 ქალაქში – საკრებულოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/5, ყველა დანარჩენში – 1/3. თუ მაჟორიტარებისთვის ბრძოლა ოპოზიციამ შეძლო და საკრებულოების უმეტესობაში “ოცნებამ” ვერ მოაგროვა 50+1 ხმა, ის ვერ ამტკიცებს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს და ვერ ირჩევს საკრებულოს თანამდებობის პირებს. თუმცა “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ “ტრადიცია” არ დაირღვეს და მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობა მოიგოს, რაც მარტივი არითმეტიკით, უფრო ზუსტი დათვლის ფორმულები რომ არ გამოვიყენოთ, ნიშნავს იმას, რომ თუ პროპორციულით 1/3 აიღო და ამას საკრებულოს წევრი 1/3 მაჟორიტარიც დაამატა, უმრავლესობას ისევ კრავს. ამიტომ, მაჟორიტარულ ოლქებშია საბრძოლველი.
2. “ფორმულას” გამოკითხვებით მერების არჩევნებში, დიდ ნაწილში მეორე ტურია და იქაც უკვე ოპოზიციის ტაქტიკაზე და გონიერებაზეა დამოკიდებული შედეგები. შანსი არის, მთავარია – გამომყენებელი.”
კომენტარები