• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურორი აცილებაზე – მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, მაგალითად, 350 000 ლარი სტილისტზე და მზარეულზე, 60 ათასი ლარი შვილების სწავლაზე და 720 ათასი ლარი ბოტოქსებზე დახარჯა სააკაშვილმა

ალია ავტორი - ალია
13:35 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს“, – ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების – არჩილ ტყეშელაშვილის და გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ადვოკატების შუამდგომლობა არის სრული სამართლებრივი აბსურდი.

ადვოკატ ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურორის განცხადება პოლიტიკური შინაარსისაა. რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი ამბობს, რომ „2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“.

„არანაირი პოლიტიკური შინაარსი პროკურორის გამოსვლას არ ჰქონია. თქვენ თვითონაც კარგად მოისმინეთ, რომ იყო უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია, კონკრეტული თარიღების მითითებით და იმ ხარჯების, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულ სააკაშვილს. აქ საუბარი იყო და აღნიშნულიც კი იყო, ზუსტად მისი გამაჯანსაღებელი, კოსმეტოლოგიური მომსახურების მიღების მიზნით რომ არის წასული და ამ ჩანაწერში არამარტო ამაზე იყო საუბარი, კოსმეტოლოგიური და ბოტოქსებისთვის დახარჯულია 720 ათასი ლარი და არანაირი მიზნობრივი ვიზიტი იქ არ იყო. არანაირი მიზნობრივი და სახელმწიფო დანიშნულების ვიზიტზე საუბარი არ იყო. ზუსტად ამაზე იყო საუბარი, ბუნებრივია ამ სიუჟეტში, ინტერვიუში იყო საუბარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს რომ ბრალდებული სააკაშვილი ამ კითხვებს გასცემს პასუხს, მაგალითად, 350 ათასი ლარი სტილისტზე და მზარეულზე რომ არის დახარჯული და შვილების სწავლაზე 60 ათასი ლარი რომ არის დახარჯული. ესეც გაეშვათ. მხოლოდ და მხოლოდ იყო ფაქტების კონსტატაცია. ფაქტის გარდა არანაირი შეფასება არ ყოფილა ამ ინტერვიუში. იყო მხოლოდ ფაქტები და ბუნებრივია, ამ ფაქტებზე გვინდა ჩვენ პასუხების მოსმენა. ამიტომ შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი, არანაირი აცილების საფუძველი, პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს. ეს არის ბრალდების არსიც, შინაარსიც და ამიტომ ვართ რომ ამაზე პასუხები გაეცეს“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved