• რეკლამა
  • კონტაქტი
16:31, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ორ პირს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
15:46 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ი.ტ. და დ.წ. დამნაშავედ ცნო.  

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ჯ.ტ.-ს და ი.ჭ.-ს შორის წარმოშობილი კონფლიქტით გაღიზიანებულმა ჯ.ტ.-ს შვილმა – ი.ტ.-მ და მისმა დეიდაშვილმა დ.წ.-მ, შურისძიების მოტივით, ი.ჭ.-ს თავის არეში ჯგუფურად, ბლაგვი საგნით  რამდენიმე დაზიანება მიაყენეს. 

მიღებული დაზიანებების შედეგად  ი.ჭ. 11 სექტემბერს გარდაიცვალა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით, ი.ტ. დამნაშავედ იქნა ცნობილი   108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად  10  წლით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამავე განაჩენით  დ.წ. დამნაშავედ იქნა ცნობილი  126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და 1 წლით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარემ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა, ი.ტ.  და დ.წ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ჯგუფურად პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 10-10 წლით   თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved