• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო

ალია ავტორი - ალია
11:36 04-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-მ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს გამოყენებით, კანონიერი სახის მიცემა განიზრახა.

წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ნ.კ.-მ, 2019 წლის მაისში, საქართველოში დააფუძნა კომპანია, რომელსაც საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაუხსნა და „ინტერნეტ ბანკინგის“ მომხმარებლად დაარეგისტრირა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ჩეხური კომპანიის ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევის და საწარმოს საქმიანობის შესწავლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს ცრუ შეტყობინება გაეგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნობრიობით თანხის საქართველოში გადარიცხვის მოთხოვნით. შედეგად, 2019 წლის 17 სექტემბერს, ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას 18 219.95 ევრო (59 577.41 ლარი) მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ძირითადი ნაწილი, თითქოსდა ელექტრომაგნიტური ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენის დანიშნულებით, გადარიცხული იქნა ჰონ-კონგში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე. რეალურად, არანაირი საქონლის შეძენას და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია და ზემოაღნიშნული საბანკო გადარიცხვა მიზნად ისახავდა ფიქტიური დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გზით, დანაშაულებრივად მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემას.

ამ გზით, ნ.კ.-მ მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით 17 900 ევროს (58 531.21 ლარი) ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

2021 წლის 10 თებერვალს, უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ასევე 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად). ხოლო ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ნ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის მიერ დაფუძნებულ საწარმოს ლიკვიდაცია განუსაზღვრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved