• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო

ალია ავტორი - ალია
16:11 03-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა – ბ.ქ.-მ, ი.ჩ.-მ, მ.მ.-მ, ლ.დ.-მ და ი.ა.-მ, ,,კანონიერ ქურდთან“ – ჯ.კ.-სთან შეთანხმებით, ვ.წ.-ს მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“ და დააკისრეს თანხის გადახდა. აღნიშნულის შემდგომ, ვ.წ.-მ ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის – ა.ს.-ს მეშვეობით თავის მხრივ მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ – თ.ქ.-ს. ამ უკანასკნელმა ვ.წ. გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წევრის – რ.პ.-ს მეშვეობით გადასცა ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ლ.დ.-ს.

აღნიშნულ საკითხზე შემდგომში ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილება განიხილეს ,,კანონიერმა ქურდებმა“ – ჯ.კ.-მ და თ.ქ.-მ., რომლებიც შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ,,ქურდული სამყაროს“ ზემოხსენებულ წევრებს.

აღნიშნული ქმედებისთვის, ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,კანონიერ ქურდობას“. ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-ს, ლ.დ.-ს, ი.ა.-ს და რ.პ.-ს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ წევრობას, ა.ს.-ს კი სსკ-ის 2234-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას.

სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა,  ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ი.ა.-ს – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ა.ს.-ს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.დ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება რ.პ.-ს, იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას მხოლოდ რ.პ.-სა და ლ.დ.-ს ნაწილში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved