• რეკლამა
  • კონტაქტი
21:36, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
11:12 07-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ა.დ.-ს და კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელს ნ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის გამო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ სატვირთო ფურგონს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფურგონში მყოფი შ.ჯ. გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომაგისტრალზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებისას, კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელმა ნ.ჯ.-მ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესები დაარღვია, რაც ასევე გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ნ.ჯ.-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის

მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved