• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ ფონიჭალაში დაკავებულ 4 პირს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
17:35 07-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში მცხოვრები ე.პ., რ.ა., შ.ა. და ჰ.ა. სისტემატურად ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ რეალიზაციას, ასევე პირადად და საცხოვრებელ სახლებში უკანონოდ ინახავდნენ სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 17 ივლისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე დააკავეს. 

ე.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რ.ა.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“, მეხუთე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, შ.ა.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ჰ.ა.-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილით და მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ.  

ე.პ.-სთვის, რ.ა.-სთვის და შ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ჰ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება კი 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved