• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
15:57 09-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კი პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ განახორციელა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების პროცესში გაიოზ ჩარკვიანი, როგორც ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლე, საქმეში უშუალოდ არის ჩართული და მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდება.

უწყების განცხადებით, საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. ასევე გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი სფეროს სპეციალისტები.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა – ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა – ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი – ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.

აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი – ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. კერძოდ, 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ვახტანგ ჩარკვიანი გადაყვანილ იქნა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პარალელურად, გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა საქართველოს პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა, ის გენერალურ პროკურორთან ითხოვს შეხვედრას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved