გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა დასავლეთსა და თეირანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩასვლის სურვილი გამოთქვა.
ამის შესახებ მან გამოცემა Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრინცმა ინტერვიუში მშვიდობისმყოფელის როლის მნიშნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის ლოცულობს.
„ვიცი, რომ ირანი მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს განსაკუთრებული ნაწილი იყო და მას დიდი წვლილი მიუძღვის განათლებაში, კულტურაში, პოეზიასა და ხელოვნებაში“, – განაცხადა პრინცმა ჩარლზმა.
კომენტარები