რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.
“ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. […] 1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ მათ, ვისაც მთავარი როლი ჰქონდა ბახმუტის აღებაში”, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, პრიგოჟინმა ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ქალაქის ჩაბარება.
კომენტარები