“ქართული ოცნება” არ გამორიცხავს პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში 5 მარტს არ გაიმართოს და გადაიდოს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“შეიძლება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაწეული იყოს. განსახილველია საკითხი. პირადად ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა – გადავწყვეტთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არსებობს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ – ყველაფერი შეიძლება, არ ვიცი, ვნახოთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს გუშინ, 2 მარტს აცნობა, რომ პრეზიდენტი წლიური მოხსენებით პარლამენტში 5 მარტს წარდგება.
კომენტარები