პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი, გუშინ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ამბობს:
“ორივე მხარე ძალიან აგრესიულად და უსამართლოდ სთხოვს იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც ის არ აპირებდა ჩემი აზრით. დღეს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ცალსახად არ ნიშნავს, რომ ის ხვალვე დატოვებს საპატიმროს იმიტომ, რომ არის მიმდინარე საქმეები. მიუხედავად ამისა, რომ ასეთი დაჟინებით ხდება აქციებზე მოთხოვნა შეწყალების, ეს არის ზეწოლა, რომელიც არ არის გათვლილი კონკრეტულ შედეგზე და გათვლილი არის პოლიტიკურ აქტიურობაზე,”
კომენტარები