• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს – განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:47 05-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეთანხმება ოპოზიციის შენიშვნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის საზოგადოებასთან.

„ვეთანხმები ოპოზიციის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ასეთი კანონის გამოტანა პირველივე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახალმიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას. ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ, მაქსიმალურად უნდა მიეღოთ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები გაზიარებული ყოფილიყო მოქალაქეებიის მიერ. კომუნიკაციის ნაკლელობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებების და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას არ იძლეოდა ყველასთვის.

„ვიზიარებ იმასაც, რომ როდესაც საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას – ამნისტიისა, სასამართლო რეფორმის და საარჩევნო კოდექსის, ამ ფონზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება, პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული. ამდენად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს გამოყენებას, თუმცა ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაცრად მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებს. ამ კუთხით ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსიტუტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც სამართლებრივი პრინციპის დარღვევად, ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულვებელყოფად. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყოს.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სტაბილურობა და წესრიგი დგას. მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved