• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრეზიდენტი არცერთ ვარიანტში არ უნდა გადადგეს” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:24 02-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეა შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც აქვს პოტენცია ძირეულად შეცვალოს არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი საქართველოში, არამედს საერთოდ ქვეყნის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი. ცხადია, მხოლოდ წერილობითი დოკუმენტის მომზადებით ასეთი ცვლილება არ მოხდება. არსებული პოტენციის რეალიზებისთვის საჭიროა, რომ ამ პლატფორმის ეგიდით შექმნილი გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში წარსდგეს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად (აუცილებლად!) უნდა აკმაყოფილებდეს სამ კონკრეტულ პირობას. კერძოდ:
ა) ერთობის პლატფორმა უნდა იყოს მიმართული პოლარიზაციის წინააღმდეგ და პრინციპულად უარყოფდეს ოპონენტისგან მტრის ხატის შექმნის პოლიტიკას. პლატფორმა უნდა იყოს სრულად და არსებითად გამიჯნული ორი მთავარი საინფორმაციო-პოლიტიკური ბანაკისგან. შესაბამისად ამ გაერთიანებაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ფიგურირებდეს ნაციონალური მოძრაობა, აგრეთვე ის პოლიტიკოსები, რომლებიც ასოცირდებიან ძალმომრეობასა და ავტორიტარიზმთან. ქართული ოცნება რომ არ იფიგურირებს, ეს ისედაც ვიცით.
ბ) ერთობის პლატფორმის მიერ წარმოებული კამპანია უნდა იყოს პრინციპულად პოზიტიური. ცხადია ოპონენტის კრიტიკას სრულად ვერ აცდები, მაგრამ პრიორიტეტი ცალსახად უნდა მიენიჭოს იმის წარმოჩენას, თუ რით ჯობია ეს გაერთიანება ორ პოლარიზებულ ბანაკს და რა სიკეთეს მოიტანს მისი გამარჯვება.
გ) პრეზიდენტი ზურაბიშვილი არცერთ ვარიანტში არ უნდა გადადგეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩატარდება პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები და არსებული კანონმდებლობით ოცნება ადვილად გაიყვანს მისთვის სასურველ კანდიდატს. სალომე ზურაბიშვილი უნდა დარჩეს თანამდებობაზე, არ მიიღოს პირდაპირი მონაწილება საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ მისი ინიციატივით შექმნილი პლატფორმა როცა პოლიტიკურ გაერთიანებად გადაკეთდება, ეს მაინც მას მიეწერება და ამ ახალი სუბიექტის სიმბოლური შემკვრელი და გამაერთიანებელი მაინც ის იქნება ხალხის თვალში.
მესმის, რომ თითოეული პუნქტი მეტ გაშლას და სხვადასხვა ნიუანსების დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ აქ ამის ადგილიც არ არის და პრინციპში თუ ეს სამივე პუნქტი ზოგადი დებულების დონეზე მისაღებია, სხვა ყველაფერი წმინდა ტექნიკური საკითხია.
და თუ ასეთი გაერთიანების შექმნა წინასაარჩევნოდ მოხერხდა, მე პირადად სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეიტინგის და გავლენის თვალსაზრისით ეს იქნება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ტოლფარდი ძალა, რაც ფუნდამენტურად და სასიკეთო მიმართულებით შეცვლის ვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
Updated: მერე რომ ცალ-ცალკე არ მომიწიოს განმარტება კომენტარებში, ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების გამო დიდი ოპტიმიზმით აღნიშნულ წამოწყებას არ ვუყურებ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ თუ რეალურად გვინდა პოლარიზაციის გარღვევა და არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა, პრეზიდენტის ეგიდით ასეთი გაერთიანების შექმნა არის მოცემულ ვითარებაში ერთადერთი სწორი გზა. ყველა სხვა შემთხვევაში მხოლოდ ის ორი პარტია გვეყოლება ორნიშნაპროცენტიანი რეიტინგით და აქედან გამომდინარე შედეგებით.
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved