• რეკლამა
  • კონტაქტი
17:09, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს განგაში უნდა აეტეხათ – დავით კეზერაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:14 10-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში რუსეთის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო-სამხედრო ბაზის განთავსებაზე ისაუბრა და თქვა:

“ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ საკუთარი ფლოტის ნაწილი ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაიტანეს, რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ეს სატვირთო პორტია, რომელიც კვლავ შეიძლება უკრაინის თავდასხმის ობიექტი გახდეს. ფლოტის მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში გადატანით, რუსეთს თავის განკარგულებაში ნამდვილი სამხედრო ინფრასტრუქტურა ექნება. აშკარაა, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომელიც აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ეს ასევე არის გზავნილი თურქეთისთვის, რომლის საზღვაო ბაზებიც ახლოს მდებარეობს. გარდა ამისა, ესაა გზავნილი რუსული საზოგადოებისთვის, რომელსაც აგებინებენ, რომ ქვეყანა არ აპირებს კავკასიის დატოვებას, მიუხედავად მისი პოლიტიკისა მიატოვოს მთიანი ყარაბაღი სომხეთში.

ანაკლიის პორტის პროექტმა, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის ქვეშაა და მასში უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ, მოსკოვის მხრიდან მკვეთრი მტრობა გამოიწვია. რუსებისთვის ეს მისი ნეიტრალიზების საშუალებაა. ვინ განახორციელებს ინვესტიციას პორტში, რომელიც დაბომბვის საფრთხის ქვეშაა?

საქართველოს პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებში უნდა გამგზავრებულიყვნენ და განგაში აეტეხათ. საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის დაუშვებელია და საფრანგეთთან მოლაპარაკებული და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებისას დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

მაგრამ ეს არაა სიურპრიზი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისთვის, რომელიც მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს, რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნით, რუსებისგან ნავთობის შესყიდვით და სანქციების მიუხედავად აღჭურვილობის მიწოდებით”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved