• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრემიერო, ეს ნიანგის ცრემლები და სიყალბე იყო – თქვენ პროდუქტები დაალპეთ”

ალია ავტორი - ალია
19:03 05-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

იურისტმა ანა დოლიძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოწოდებას – „მოსახლეობამ შეიძინოს ქართული პროდუქტები”, სოციალურ ქსელში უპასუხა და კონკრეტულად პრემიერს მიმართავს:

„მე ამ ინიციატივას ორი ხელით დავუჭერდი მხარს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა დაიქოქოს და აღორძინდეს.

მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფულადი რესურსი და ფინანსური დახმარება ჩავდოთ ქართულ პროდუქტში და მოხმარდეს აქაურ წარმოებას, ჩვენს ეკონომიკას.

მაგრამ გახარიას შემთხვევაში კვლავ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე – ცალსახად ნიანგის ცრემლებთან, ანუ ყალბი გრძნობების გამოვლენასთან და მეორეს მხრივ არაფრის კეთებასთან.

ყველამ ვიცით, რომ ქართულ წარმოებასთან და ქართულ პროდუქციასთან მიმართებაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და აქვს ორმაგი სტანდარტი.

მაგალითად, კორონას ჟამიანობისას ხელისუფლებამ მოახერხა და ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩაკლა ქართული სოფლის მეურნეობა, იმის მაგივრად რომ დაეორგანიზებინათ და ყველა რესურსი მიემართათ ამ მიმართულებით.

საკმარისია ლაგოდეხის, მარნეულის და ბოლნისის ფაქტების გახსენება, სადაც ხელშეწყობის ნაცვლად დაალპეს კიტრი და სხვა ათასი სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

ანუ სინამდვილეში, კოვიდის განმავლობაში წიხლით ჩაკლეს ქართული სოფლის მეურნეობა. სამაგიეროდ, დაასუბსიდირეს იმპორტი, მაგალითად შაქარი, წიწიბურა…

გავიხსენოთ, საახალწლო განათებები, რომლის იმპორტში ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება.

ამ თანხით თავისუფლად შეეძლო „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა ქართული წარმოება, შეექმნა ქართული საწარმო, საიდანაც შეიძენდნენ ქართულ განათებებს და ამ გზით გააძლიერებდნენ ქვეყნის ეკონომიკას.

„ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ თავის გეგმაში დღემდე არაფერი უთქვამთ და გაუკეთებიათ ქართული წარმოების დასახმარებლად. მათ უნდათ არსებობდეს ქვეყანა, რომელიც იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის შემოსავლებზე.

ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა, რომ ვერ განვითარდება, ამას არ სჭირდება ნობელის პრემია.

როგორც შეიძლება ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ სახსრები ადგილობრივ წარმოებაზე და მეორეს მხრივ, არაფერს ამბობდე, როგორ აპირებ დაქოქო ქართული წარმოება. იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არანაირი ხედვა არ აქვს ხელისუფლებას.

წარმოადგინონ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ანგარიში, რა შედეგი მოიტანა ამ პროექტმა და სად არის ის ათასობით საწარმო, რომელიც მის ფარგლებში უნდა შექმნილიყო.

„შესაბამისად, პატივცემულო პრემიერო, თქვენი განცხადება, რომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ქართული პროდუქციის შეძენას და იქ დავხარჯოთ ფული, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წარმოთქმული „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ, რადგან თქვენ, კონკრეტულად ამ სფეროში არ დაგეჯერებათ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved