პრემიერმა რამდენიმე მიმართულება გამოჰყო, რომელსაც მინისტრები უხელმძღვანელებენ და უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ პრემიერთან შეთანხმებით.
ჯანდაცვის მიმართულებას გაუძღვება – ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
ქვეყანაში წესრიგის დამყარების მიმართულებას – უხელმძღვანელებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური
მარაგების მართვას, ლოჯისტიკას – სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
ეკონომიკური მიმართულების პასუხისმგებელი გახლავთ – ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი.
პრემიერმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მაღაზიების წარმომადგენლებთანაც ჰქონდათ შეხვედრა და პროდუქტების მარაგის პრობლემა ამ ეტაპზე არ დგას.
კომენტარები