ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე, “საზეიმო” პოსტში, ევროპული საბჭოს ნაცვლად ევროკომისია, მოლდოვას დროშის ნაცვლად კი ანდორას დროშა მონიშნა.
მოგვიანებით, მან ეს ტვიტი წაშალა და თავიდან დადო, სადაც ევროკომისია ევროპული საბჭოთია ჩასწორებული, თუმცა პრემიერს დროშა არ შეუცვლია და კანდიდატის სტატუსის მიღებას შეცდომით ისევ “ანდორას ულოცავს”.
საბოლოოდა, პრემიერმა მესამე მცდელობით სწორად “დატვიტა”.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები