• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერის დაპირებიდან 6 საათში სამხედრო ნაწილები შოვისკენ დაიძრნენ

ალია ავტორი - ალია
21:21 08-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შოვში გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საპონტონე ხიდებიც:

პრემიერმინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.

შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად კოპიტნარის  ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში” ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში წერდა, რომ ბატალიონი შოვში უკვე გაემგზავრა. ჩვენ ვკითხეთ, იციან თუ არა, სიტყვა უკვეს მნიშვნელობა და რას მოიაზრებენ ფრაზაში – უკვე გაემგზავრა? მაშინ, როცა თავდაცვის ძალების ჩართვას მოსახლეობა გუშინდელი დღიდან ითხოვს, პრემიერმა დღეს, 14 საათისთვის დაანონსა და თავდაცვის მინისტრმა კი, იგივე დროისთვის განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოებში, კერძოდ კი, გზების გაწმენდის ოპერაციებში, რამოდენიმე საათში ჩაერთვება ჯარი. როგორც ჩანს რამოდენიმე საათი, 6 საათზე მეტია, და მაინც, უკვე დანაყოფი გაემგზავრა, განა ჩავიდა უკვე, გაემგზავრა უკვე. იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო გვიპასუხებს რას მოიაზრებს სიტყვა უკვეში, მასალა განახლდება.

შეგახსენებთ, გზების გაწმენდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ღამის საათებში, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენები ვერ მონაწილეობენ და არც მეზობელ ქვეყნებს ვთხოვთ დახმარებას. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ გზების არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა ცხედრების საფეხმავლოდ გადმოსვენება და ცხედრები, თითქმის მთელი დღის მანძილზე იყო ერთად თავმოყრილი და მოქალაქეები ელოდნენ, როდის გადაასვენებდა მათ ვერტმფრენი. 

მართალია, ჯარი უკვე გაემგზავრა, მაგრამ, ბოდიში, მეორედ დაღამდა ამასობაში…

 

მეშვიდე ცხედარი და ჯარისკაცები სტიქიის ზონაში – “მადლობა, გათენდა”

თეგები: ბოდიში ღამეა – შსსირაკლი ღარიბაშვილიჯუანშერ ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved